ამბროლაურში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

335

სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა მიწისქვეშა სანიაღვრე არხების, ქვაფენილების, ტროტუარების მოწყობა, ლანდშაპტური გამწვანება, დეკორატიული ღობეების მშენებლობა და სხვა სახის დამატებითი სამუშაოები.

კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის ივლისში დაიწყო და პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 1 320 000 ლარი შეადგინა.

“ქ. ამბროლაურში დასრულდა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია. დღეს, მხარის რწმუნებულთან ერთად ადგილზე გავეცანი განხორციელებულ სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში არა ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანია ყველა მათგანი ხარისხიანად და შესაბამის ვადებში შესრულდეს, ამიტომ პროექტების მონიტორინგი ინტენსიურად გაგრძელდება,“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.