გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რეფი ორუჯოვმა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ორუჯოვი პირად ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. ორუჯოვის თქმით, 7 წლიანი მუშაობის შემდეგ მან თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი აღარ აქვს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დატოვებასთან ერთად ის სოფელ კარათეჰლეს მაჟორიტარი დეპუტატის მანდატსაც ტოვებს. ორუჯოვის განცხადებით, სამსახურის დატოვების მიზეზი პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური გადაწყვეტილებებთან მისი პოზიციის შეუსაბამობაა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ბაითალო და დიოკნისში სასმელი წყლის შიდა ქსელი სმოწყობას გეგმავს. სამუშაოების შესყიდვისათვის ადილობრივმა თვითმმართველობამ ორი ტენდერი გამოაცხადა. ბაითალოში სასმელი წყლის მოწყობსთვის 348 504 ლარი გამოიყო, ხოლო დიოკნისისთვის 653 985 ლარი. ინფორმაციას რადიო მზარნეული ავრცელებს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დიოკნისში განსახორციელებელი ძირითადი საუშაოები იქნება სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა , 100 მოსახლეზე სასმელი წყლის მრიცხველების მოწყობა და სადაწნეო კოშკის...
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, ტრენინგებზე, კონფერენციებსა თუ სემინარებზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე. ამასთან, მთავრობის №322 დადგენილებით, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. ხოლო 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურნირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR-ტესტირების საფუძველზე. დადგენილებას ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი...
ქუთაისში თეთრ ხიდზე შერეკილების  ცათმფრენი გამოჩნდა, ამის რეზო გაბრიაძის   შემოქმედების თაყვანისმცემლებმა პატივი დიდი ხელოვანის ხსოვნას მიაგეს, რომლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. პერფორმანსი, რომელიც გენიოსი ქართველის შემოქმედებას მიეძღვნა, თეთრ ხიდზე ქუთაისის მერის მხარდაჭერით გაიმართა. ცათმფრენი ქართული ფილმის, „შერეკილების“ რეკვიზიტის ანალოგი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ააგო. ღონისძიების რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა. მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბაკურიანში მერის წარმომადგენლად ქეთევან ლონდარიძე დაინიშნა. იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. ლონდარიძემდე დაბის წარმომადგენლის თანამდებობას გოჩა გობრონიძე იკავებდა, მან თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. მერის ახლად დანიშნული წარმომადგენელი 1977 წლის 4 აპრილს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. 1994 წელს დაამთავრა ბორჯომის N1 საჯარო სკოლა. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. 1996 წლიდან ბორჯომის რაიონულ სასამართლოში სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობდა. 2005 წლიდან კი...
video
ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ალამბარი-ბასილაძე-შავიშვილების მიმართულებით 800 მეტრ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყო. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განთავსდა დამცავი ნაგებობები, სანიაღვრე არხები და მილები. ასევე, განხორციელდა სავალი ნაწილის მონიშვნაც. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზით  22 ადგილობრივი ოჯახი ისარგებლებს.
video
2021 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების ფონზე ჩატარდება. საკანონმდებლო ცვლილებებით, რამდენიმე  ადმინისტრაციული თემი გაერთიანდა. რას მოუტანს ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ოლქების გამსხვილება? რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს? ვრცლად ამის შესახებ TV25-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნახავთ.
ხულოში გიორგი გახარიას გუნდს კიდევ ერთი საჯარო მოხელე შეუერთდა. მერიის ''კულტურის ცენტრის'' დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ ის ყოფილი პრემიერმინისტრის ახალ პარტიაში იქნება. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. გურამ ხოზრევანიძე წლების განმავლობაში ხულოს ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ამჟამად კუთვნილ შვებულებაში იმყოფება, დასვენების დღეების ამოწურვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდება. ხულოს მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. გიორგი გახარიას გუნდს ხულოდან ორი მოქმედი დეპუტატი შეუერთდა. მათ შორის ერთ-ერთი...
სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ არ ვმსჯელობთ, რადგან შეიმჩნევა ვაქცინაციის მაღალი აქტივობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „ჩვენ ჯერ კიდევ დაველოდებით მათ ნებაყოფლობით გადაწყვეტილებას, რადგან ვთვლით, რომ ეს არის ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს უნდა მოხდეს შეგნების, გააზრების დონეზე და არ გვაქვს სურვილი აქ სავალდებულოება ჩავრთოთ. თუმცა ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე და როგორი იქნება აქტივობა, შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე...
წინასაარჩევნოდ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს გადასცა 5 მილიონი ლარი იმისათვის, რომ იქ „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულმა პირებმა გააგრძელონ მათი საარჩევნო კამპანიის დაფინანსება, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ლელოში" აღნიშნავენ, რომ მთავრობამ სათამაშო ბიზნესს სალიცენზიო მოსაკრებელი გაუნახევრა. „მინდა, მოგახსენოთ მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მდებარე კაზინოებს 2 წლის განმავლობაში გაუნახევრა გადასახადი და აჩუქა 5 მილიონი. ეს ხდება...
აგრომწარმოებლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები, FAO-ს მიერ, ევროკავშირის მხარადჭერით გამართულ ტრენინგს დაესწრნენ, თემაზე - თანამედროვე სარწყავი სისტემები. ღონისძიება ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლობიდან (FAO) აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ტრენინგი სოფლის მეურნეობაში ეკომეგობრული საირიგაციო სისტემების დანერგვას ეხებოდა და მას საერთაშორისო კონსულტანტი, მარკო თეოდორაკოპულოსი უძღვებოდა. ყურადღება გამახვილდა წვეთოვან სარწყავ...
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების მიხედვით, ტრენინგებზე, კონფერენციებსა და სემინარებზე მონაწილეთა დასწრება მხოლოდ წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე იქნება შესაძლებელი. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის #322 დადგენილებაში აისახა. ცვლილებების მიხედვითვე, იკრძალება ბანაკის ტიპის შეკრებები, მათი ორგანიზაციული ფორმებისა და ჩატარების ადგილის მიუხედავად. ამასთან, 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული ტურინირებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ყველა მონაწილის წინასწარი PCR ტესტირების საფუძველზე. დადგენილება მიმდინარე წლის...
საქართველოში "pfizer"-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან იწყება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, pfizer"-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე 7 სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ. ესენია: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის,...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 10 ხმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი დაუჭირა მხოლოდ კომიტეტის 4-მა წევრმა. კომიტეტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე, 10 ხმით, გია ცაცაშვილის, ხოლო მეორე ვაკანტურ თანამდებობაზე, ასევე 10 ხმით, მაია ზარიძის კანდიდატურების არჩევას გაუწია რეკომენდაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის ერთ ვაკანტურ...
მე პირადად მიმაჩნია, რომ მედიცინის მუშაკები სავალდებულოდ უნდა იყვნენ აცრილები, მაგრამ მოსახლეობის მიერ სიტყვა სავალდებულო ვაქცინაცია ძალიან ცუდად აღიქმება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში სავალდებულო აცრის შემოღება, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება: „ჩვენ თავისუფლებას მოწყურებული ქვეყანა ვართ, საბჭოთა სისტემიდან წამოვედით და ის, ვინც თავისუფლებით დიდი ხანია ტკბება, ევროკავშირის ქვეყნები, უფრო ლაპარაკობენ სავალდებულოზე. მაგალითად, საფრანგეთში შემოიღეს...
ეპიდსიტუაცია ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, აღინიშნებოდა ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა, ზოგიერთი ნატხომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა. დღეს შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ მაინც მაღალ დონეზეა. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 1300-დან 1800-მდე, რაც ძალიან მაღალი დონეა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გამოწვეულია, ქვეყანაში რეგულაციების მოხსნის ფონზე, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების არდაცვით,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ