ქუთაისში, თეთრ ხიდთან “შერეკილების””ცათმფრენი” გამოჩნდა

1049

ქუთაისში თეთრ ხიდზე შერეკილების  ცათმფრენი გამოჩნდა, ამის რეზო გაბრიაძის   შემოქმედების თაყვანისმცემლებმა პატივი დიდი ხელოვანის ხსოვნას მიაგეს, რომლის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.

პერფორმანსი, რომელიც გენიოსი ქართველის შემოქმედებას მიეძღვნა, თეთრ ხიდზე ქუთაისის მერის მხარდაჭერით გაიმართა.

ცათმფრენი ქართული ფილმის, „შერეკილების“ რეკვიზიტის ანალოგი, მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ ააგო. ღონისძიების რეჟისორი რეზი ქაროსანიძეა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.