ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსისგან მოზარდების მთავარი დაცვა და რეგულაცია არის ოჯახის წევრების ვაქცინაცია.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება და ამ ეტაპზე, ამ მიმართულებით, პრობლემა არ არის.
„მოზარდებთან დაკავშირებით რეგულაცია და მთავარი დაცვა არის ის, რომ ოჯახის წევრები იყვნენ ვაქცინირებულები. ეს არის ყველაზე მთავარი დაცვა ამ შემთხვევაში.
„დელტა“ შტამის...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო დავა მოუგო გორის მერიას, რომელიც წლების განმავლობაში, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენაზე უარს ამბობდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოხვედრილმა ჭურვებმა გამოიწვიეს, რამაც მასში ცხოვრება შეუძლებელი გახადა. დაზარალებულ ოჯახს, გორის მუნიციპალიტეტის მერია წლების განმავლობაში უარს ეუბნებოდა სახლის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების...
მარნეულის მუნიციპალიტეტის 20-ზე მეტ სოფელში სარწყავი წყლის პრობლემაა. მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს ვერ რწყავს, რის გამოც ერთადერთ შემოსავლის წყაროს კარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
საქართველოს მელიორაციის ხრამი-დებედას სერვის ცენტრში განმარტავენ, რომ შექმნილი პრობლემის გადაჭრისათვის მუშაობენ. სარწყავი წყლით ყველა სოფლის მომარაგებისათვის მელიორაციამ გრაფიკი შეადგინა.
მელიორაცია სარწყავი წყლის ნაკლებობას მდინარე დებედის წყლის დონის კლებას უკავშირებს.
დღეს გურჯაანში ნონეშვილის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ტროტუარებზე უკვე აყარეს ფილები და ბორდიურები. ამის შესახებ სპექტრი წერს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოხდება ოთხი შენობის რეაბილიტაცია. განახლდება „ბებოს ბაღი“ და „პაპას ბაღი“.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.
განკარგულებაში შევა შესაბამისი ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს, რადგან მოქალაქეები ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც კი აღარ ატარებენ.
„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდბა....
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე მიხეილ ამაშუკელი უძღვებოდა, დედაქალაქის ქუჩებისთვის სერგო ფარაჯანოვისა და კახი კავსაძის სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სიმბოლურია, რომ სერგო ფარაჯანოვის ქუჩის სახელდების საკითხი დღეს - კინორეჟისორის გარდაცვალებიდან 31 წლის თავზე განიხილება.
„დღეს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული სხდომაა. ამ დრომდე თბილისში სერგო...
"გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერა?", — ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა მთავარი არხის ჟურნალისტს პარლამენტში კითხვის საპასუხოდ.
მოგვიანებით ჟურნალისტი მას ეკითხება — "მიიღეთ თუ არა სიცოცხლით სავსე ქალაქი კახა კალაძის მერობის დროს?" რაზეც დეპუტატი კვლავ უმეორებს: "გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ არ გადაგიყენებიათ? თქვენ შეგიძლიათ მიპასუხოთ?".
ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად 5-6 ივლისს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. 5 ივლისს...
გახარჯული 2 მილიონის მიუხედავად გურჯაანში ცხოველთა თავშესაფარი ისევ არ ამოქმედებულა - თელავში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გაორმაგდა. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
უკვე რამდენიმე თვეა გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი აშენდა, თუმცა მუნიციპალიტეტებში მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, კვლავ გადაუჭრელია.
თელავის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ღამით ქუჩებში ფეხით გადაადგილება, საფრთხის შემცველია.
” ჩვენს ქვემოთ დასასვენებელი პარკია. საღამოს ჩასვლის...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„2023 წელს უკიდურესად ღირსეულად უნდა წარვდგეთ მსოფლიო ჩემპიონატის წინაშე. ამისთვის დაახლოებით ორ თვეში ვიწყებთ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას ბაკურიანში, რომელიც იქნება მასპინძელი კურორტი და ჩვენ გავაკეთებთ ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელიც სავალდებულოა იმისთვის, რომ ჩავატაროთ ჩემპიონატი, მათ შორის ისეთი, როგორიც...
TV4-ის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი რუსთავში, სავარაუდოდ, ნინო ლაცაბიძე იქნება.
ნინო ლაცაბიძე ამ დროისთვის, პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ტურში ნინო ლაცაბიძემ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის ხმების 86,3 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ნახიდურში, სოფლის შიდა ცენტრალურ გზაზე, ასფალტის დაგების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სოფელში 600 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი დაიგო და სანიაღვრეები მოეწყო. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 272 988 ლარი შეადგინა.
„სოფელ...
22 ივლისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, დასაქმების ფორუმი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დასაქმების ფორუმზე 15-ზე მეტი ადგილობრივი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესკომპანია ვაკანსიებს წარმოადგენს. მომსახურების, სავაჭრო, სასტუმრო და სარესტორნო, სამრეწველო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, სამშენებლო და სადაზღვევო სფეროებიდან შრომის ბაზარზე აქტიური 200-მდე ვაკანსია იქნება წარმოდგენილი.
„სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ექნებათ ფორუმის მსვლელობისას უშუალოდ პოტენციური...
მოლოდინი, რომელიც მაღალმთიან აჭარაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს ჯერ არ გამართლებიათ. ხულოსა და შუახევში, საბავშვო ბაღებში, ხელფასის გაზრდას თვეებია, ამაოდ ელოდებიან. არსებული სახელფასო სარგოს, 20% -მდე მომატებას, ხელისუფლება, მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაჰპირდა. რატომ დასჭირდა პირობის შესრულებას თვეები და დგას თუ არა საკითხი ისევ დღის წესრიგში, თემაზე სუიჟეტს ტვ25 ავრცელებს.
ოფიციალურად გაჟღერებული ინფორმაციის მიუხედავად, შუახევისა და ხულოს საბავშვო ბაღებში დასაქმებულ...
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ბაგების სატუმბო სადგურში ორი ახალი ტუმბო-აგრეგატი დაამატა, რაც წყნეთში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიაში, წავკისში, ტაბახმელასა და შინდისში სტაბილურ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინფორმციას „ჯივიპის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი ტუმბოების დასამონტაჟებლად აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.
„ანალოგიური ტექნიკური სამუშაოები მთაწმინდისა და წავკისის სატუმბო სადგურებშიც ჩატარდება, სადაც ასევე ახალი ტუმბოები დაემატება. აღნიშნული სამუშაოები შესაძლებელს გახდის თბილისის ზედა ზონებში მოსახლეობამ,...
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი დარწმუნებულია, რომ PPP-თანამშრომლობის ფორმატში ქვეყანაში სველი წერტილების საკითხი მოწესრიგდება. როგორც მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრობლემის გადასაწყვეტად მომზადებულია შესაბამისი პროექტიც. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
„მინდა შევეხო იმ მწვავე გამოწვევას, რაც არის ჩვენს ქვეყანაში - სველი წერტილების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ყველაზე ნაკლებად იყოს ჩვენი, ტურიზმის ადმინისტრაციის და...
წლის ბოლომდე ალბათ ტურიზმის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ის ორშაბათს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„პარლამენტის ლიდერშიპის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის კანონპროექტზე, სადაც ძალიან აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი, აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად და დონორი ორგანიზაციები. კანონპროექტის ინიცირება მოხდება, ალბათ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































