განკარგულებაში შევა შესაბამისი ცვლილებები პირბადის გამოყენებაზე ღია სივრცეებში, სადაც ადამიანთა გარკვეული რაოდენობა შეიკრიბება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით საკოორდინაციო შტაბი უკვე მუშაობს, რადგან მოქალაქეები ნიღაბს დახურულ სივრცეებშიც კი აღარ ატარებენ.
„საბჭოზე იყო მსჯელობა და რა თქმა უნდა იქნება რიგი გამკაცრებები. პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში. მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცებეშიც აღარ ხდბა. დღეს იქნა გადაწყვეტილება, რომ ღია სივრცეში დაწესდეს პირბადესთან მიმართებით რეკომენდაცია. იცით, რომ ჩვენ ვიძლეოდით რეკომენდციას, ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება ადამიანების გარკვეული რაოდენობა, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის და შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს, ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში პირბადის გამოყენებასთან მიმართებაში, იქ, სადაც გარკვეული რაოდენობა ადამიანების შეიკრიბებიან. ამაზე დავალება მიეცა საკოორდინაციო შტაბს, მალე შემუშავდება რეკომენდაციები“, – გაანცხადა ამირან გამყრელიძემ.