წლის ბოლომდე ალბათ ტურიზმის შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
ის ორშაბათს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ კანონპროექტზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„პარლამენტის ლიდერშიპის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის კანონპროექტზე, სადაც ძალიან აქტიურად არის ჩართული კერძო სექტორი, აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად და დონორი ორგანიზაციები. კანონპროექტის ინიცირება მოხდება, ალბათ წლის ბოლომდე. კანონი გააძლიერებს ბიზნესებს და ჩარჩოში მოაქცევს ამ მნიშვნელოვან სექტორს“, – აღნიშნა მან.