საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, კვლევით კომპანია ACT-სთან ერთად, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევას ახორციელებს. კახეთიდან შერჩეულია ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„4 მუნიციპალიტეტში, ბათუმში, გარდაბანში, ადიგენსა და დუშეთში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ შექმნილი მეთოდოლოგიითა და მხარდაჭერით, კლევა უკვე ჩატარდა, დანარჩენ მუნიციპალიტებში, აქტიურად ვმუშაობთ კვლევით კომპანია ACT–სთან ერთად.
კვლევა, სააგენტოს ერთ–ერთი სარეფორმო მიმართულების „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ფარგლებში ხორციელდება....
ვინ იქნება კახი კალაძის კონკურენტი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, კვირის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.
ამავე დროს, საკუთარი კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება "სტრატეგია აღმაშენებელი". პარტიაში თვლიან, რომ აუცილებელია ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის საშუალება ჰქონდეს.
რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ კალაძის დედაქალაქის მერად ხელმეორედ დასახელებას - ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციაში საზოგადოების დაცინვას უწოდებენ და მოქმედ მერს პირობების შეუსრულებლობაში სდებენ ბრალს.
ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის რკინის ღობის დემონტაჟს ხმაური მოჰყვა. ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა ზუგდიდის მერიის ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა.
ამასთან, მოვაჭრეებმა ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი კორუფციულ ინტერესებში დაადანაშაულეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც განმარტავენ, ტერიტორია მერიის ბალანსზეა და ისინი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებენ, რათა მოქალაქეებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ღობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთს ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ყველა თემი, 49-ვე დასახლებულ პუნქტი ბუნებრივი აირით სრულად უზრუნველყოფილი იქნება.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან ერთად სოფელ მედანში გაეცნო.
მათივე ცნობით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, ბუნებრივი აირი არასდროს მიეწოდებოდა, იგივე პრობლემის წინაშე იყო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიც. ამჯერად ორივე...
დევნილთა სააგენტომ სახლების მშენებლობის პროექტში მონაწილე დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოაქვეყნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული, პროექტი ითვალისწინებს დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებზე სახლების აშენებას და მასში მონაწილეობის მოთხოვნით განაცხადების მიღების მეხუთე ეტაპზე, აპლიკაცია 278-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.
„გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე...
ჩემი სანუკვარი ოცნება, ალბათ, ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.
კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას...
მოდით, ვთქვათ გულწრფელად, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კახა კალაძემ საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ იგი არის დედაქალაქის საუკეთესო მერი, მადლობა კიდევ ერთხელ კახას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახა იყო ის ერთ-ერთი პირველი, რომელიც გვერდში დაუდგა ჩვენს „ქართულ ოცნებას“, და პარტიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია.
„მინდა, რამდენიმე სიტყვით...
დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და ლამაზი ქალაქი, ვიდრე იყო 4 წლის წინ და ეს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის წინაშე კიდევ ბევრი გამოწვევა დგას.
„ცხადია, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი. ძალიან ბევრ ადამიანს,...
დღეს ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი რა შემძინა ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მან ზუსტად იცის რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ახალი პროექტების განხორციელების დროს და...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მიმართა და 5 ივლისს, დედაქალაქში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა.
როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველა ის ადამიანი, ვინც მედიის წარმომადგენლებზე ძალადობდა, ქვეყნის განვითარებას და მომავალს აზიანებდა.
„მინდა, ასევე მოგესალმოთ მედიის წარმომადგენლებს და მოგმართოთ, როგორც მერობის კანდიდატმა, როგორც მოქმედმა მერმა, მმართველი გუნდის წევრმა, როგორც მოქალაქე კახა კალაძემ და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია...
იწყება საარჩევნო კამპანია - გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი...
პარტია „ქართულმა ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის გენერალური მდივანი და მოქმედი მერი, კახა კალაძე ოფიციალურად დაასახელა. მერობის კანდიდატი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
მისი თქმით, კახა კალაძე არის გუნდური მოთამაშე.
„თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოჰკიდა ხელი; რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით; რომელიც არის გუნდური მოთამაშე; რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა...
მთაწმინდის პარკში, სადაც "ქართულმა ოცნებამ" 20:00 საათზე კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უნდა დაასახელოს, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ.
ჟურნალისტებს თან აქვთ გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერებით: "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" ; "როდის გადადგებით ბატონო ირაკლი"; "დაისაჯონ დამნაშავეები".
მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მთაწმინდის პარკში "ქართული ოცნება" დედაქალაქის მერობის კანდიდატს 20:00 საათზე წარადგენს. ადგილზე უკვე...
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის" ფარგლებში 61 მოიჯარეს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ, - ამ გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროგრამის ფარგლებში, სხვა დანარჩენ მოიჯარეებსაც, საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად გადაეცემათ იჯარით აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
„ჩვენ გასულ წელს დავამტკიცეთ ეს სპეციალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე მეტ ხელმისაწვდომობას, როდესაც...
სოფელ ბალიჭში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2350 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარი იგება.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბალიჭში ასფალტის დაგების პროცესს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში აღნიშნული, ინფრასტრუქტურული პროექტისთვის მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
„სოფელ ბალიჭში,...
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ბილიკები ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს.
დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის ცნობით, ამ დროისთვის, ვიზიტორთა გადაადგილება უსაფრთხოდ და თავისუფლადაა შესაძლებელი ოთხივე ტურისტულ ბილიკზე, მათ შორის - „როჭოს ჩანჩქერისა“ და „შავი კლდეების ტბის“ მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ 5 და 7 ივლისს სტიქიამ დაცულ ტერიტორიებზე ხეები წააქცია და ბილიკები ჩახერგა, რის გამოც, ადმინისტრაციამ, უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორთა გადაადგილება დროებით შეაჩერა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































