გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს “ჯრკომ” შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. კომპანიამ მიუთითა, რომ უწყებამ გამარჯვებულად ისეთი კომპანია გამოაცხადა, რომელიც ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. საქმე ეხება მზის პანელების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, სადაც ერთადერთი კომპანია, შპს “ვივიდი” მონაწილეობდა. მომჩივანის განმარტებით, “ვივიდის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს. “მოვითხოვთ გაუქმდეს მერიის ის ოქმი, რომლითაც შპს “ვივიდი”...
2021 წლის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, მიუსაფარი, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის თანხა გაზრდილია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ერთჯერადი ფულადი დახმარებისთვის, წელს ჯამში 119 ათასი ლარია გათვალისწინებული. “გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების კაპიტალური ან/და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა 100 ათას ლარამდეა გაზრდილი”, – წერია საჯარო ინფორმაციაში. ცალკე მუხლშია წარმოდგენილი მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში...
გორში, სტალინის გამზირზე, ცენტრალური აფთიაქის მიმდებარედ, ტრიფონ გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. პროექტის მიხედვით, აფთიაქის წინ განთავსდება სკამი, რომელზეც იქნება ტრიფონ გამსახურდიას მჯდომარე ფიგურა, რომელსაც ერთ ხელში უკავია რეცეპტი და მეორეში დამზადებული წამალი, რაც გადმოსცემს მის მთავარ საქმიანობას. გადმოცემით, იგი ხშირად აფთიაქის წინ იჯდა სკამზე და ელოდა დახმარებისთვის მიმავალ ადამიანს. სკამზე დატანილია...
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მის პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე როგორც თბილისში, ისე საკვნძო ქალაქებში მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე კოორდინირება და შეთანხმება აუცილებლად მიაჩნია. კითხვაზე: იქნება თუ არა ოპოზიციიდან მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და ექნება თუ არა ვიცე-მერის კვოტა „ევროპულ საქართველოს“? - ბოკერიამ განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოება ორ დღეში გაიგებს. „აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, კოორდინირება და...
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები დარეგისტრირდა - წარდგენილი ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია და ის საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მისი მეშვეობით 2024 წლამდე ჩატარებული არჩევნებისთვის ბარიერი 2%-მდე მცირდება. საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს ცვლის; მისი მიხედვით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია: "საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება...
ახალციხეში საქალაქო ტრანსპორტში, პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა ვერ ხერხდება. მიკროავტობუსში, განსაკუთრებით დილის საათებში, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის, მოქალაქეების ნაწილს კი პირბადე არ უკეთია. მიუხედავად ბევრი მგზავრისა, შპს „ჯეოტივის“ ხელმძღვანელი, ნუგზარ მამუკაშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის დამატების საჭიროება არ დგას. ახალციხის მერიაში კი ირწმუნებიან, რომ  მონიტორინგის დროს მსგავსი დარღვევა არ გამოვლენილა. ამის შესახებ სამხრეთს კარიბჭე წერს. „მძღოლი გაფრთხილებული მყავს, რომ...
თუ ჩვენ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება კახა კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს, - ასეთ პროგნოზს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ნომერ პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მისი თქმით, ყველა სტატეგია სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მერობის კანდიდატი მან...
„იცით, რატომ დაგვიანდა ვაქცინაცია? დეკემბერსა და იანვარში ქვეყანას ჩინური ვაქცინების შემოტანის შესაძლებლობა ჰქონდა, მაშინ მოსახლეობამ უარი თქვა“, - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „მთავარ არხთან“ გააკეთა. მისივე შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი „დიდი დაგვიანებით“ დაიწყო, რასაც თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას აბრალებს. „ვაქცინაციის პროცესი დაიწყო დიდი დაგვიანებით, შესაბამისად, ჯერჯერობით არ არის იმ მოცულობის, რაც უნდა იყოს, მაგრამ ორ რამეს გეტყვით — ახლა...
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიასთან დაკავშირებით კახა კალაძის გუშინდელ განცხადებას გმობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წაახალისონ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ​ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე საუბარი უნდა შეწყვიტოს და საქმიანი ურთიერთობების რეჟიმზე უნდა გადავიდეს. "2021 წლის 20 ივლისს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკის გამო, რომლითაც...
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო შესაძლოა რიგი შეზღუდვების გამკაცრება და ახლის დაწესება მოხდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარების შემთხვევასი დაავადებათა კონტროლის ცენტრი კაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციებს დააყენებს. „დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი,...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით,  კოვიდ-პაციენტების თვის სასტუმროების მობილიზება მიმდინარეობს. მან მედიასთან ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება შეაფასა და თქვა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ისე როგორც - გარდაცვალების, რის გამოც მობილიზებული საწოლების რაოდენობა 6000-მდე გაზარდეს. „კოვიდის მართვაში ჩაერთო ის კლინიკები, რომლებიც ბოლო დროს ამ პროცესში აღარ მონაწილეობდნენ, რადგან შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე ბავშვთა საწოლების მობილიზება მოხდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. გარდა...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატობასთან ყველაზე ახლოსაა. მისივე თქმით, ოპოზიცია მერობის კანდიდატს, სავარაუდოდ, პარასკევს წარადგენს. "გულწრფელად გეტყვით, რომ ნიკა მელია ყველაზე ახლოს არის ამ წუთას იყოს, ასე ვთქვათ, ერთიანი კანდიდატი თუმცა კვირის ბოლომდე ნებისმიერი კონტური უნდა გამოიკვეთოს. ეს არის ბოლო დღეები, როდესაც ჩვენ დეტალებზე ვსაუბრობთ უკვე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. აქ ყველა...
გორში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების მდუმარე აქციის ფონზე დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მედიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმ პირების დასჯა, რომლებიც 5 ივლისს, თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ. გორში მომუშავე რეპორტიორები საკრებულოში ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ჩადენილ დანაშაულებებს საჭირო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები ამ საუკუნეში პირველი არჩევნები იქნება, რომლის დროსაც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებიც კი დაფინანსებას ბიუჯეტიდან წინასაარჩევნო რეკლამისთვის ვერ მიიღებენ. ამის შესახებ toktv.ge წერს. ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესაბამისი მუხლი (30/12) ისე გაქრა, რომ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და თავად მედიაც საქმის კურსში არ იყვნენ. სამი მოსმენით ცვლილება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პერიოდზე, უთქმელად, ყოველგვარი დისკუსიისა და მსჯელობის...
მოსახლეობის მოთხოვნით, სოფელ ქვემო ბოლნისში რიტუალების სახლი შენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტი სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 398 526 ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ამასთან, წელს ქვემო ბოლნისში, რიტუალების სახლის მშენებლობის გარდა, 1 500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზის დაგებაც...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქალაქეები კორონავირუსის გადატანის შემდეგ აცრას 30 დღის შემდეგ შეძლებენ. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინაციისთვის ამ ჯგუფის ადამიანების რეგისტრაცია სავარაუდოდ, ორშაბათიდან დაიწყება. „ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ვაქცინაცია ჩატარდეს 30 დღის გასვლისთანავე. ვინაიდან, პირველ ეტაპზე ქვეყანაში გვქონდა ვაქცინების მცირე დოზები, შემოვიღეთ 120-დღიანი ინტერვალი. დღეს ეს პრობლემა აღმოფხვრილია და ამდენად, ეს ინტერვალი შემცირდება 30 დღემდე,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ