„გორის მერიამ გაამარჯვებინა კომპანიას, რომელიც ტენდერის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა”

368

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს “ჯრკომ” შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. კომპანიამ მიუთითა, რომ უწყებამ გამარჯვებულად ისეთი კომპანია გამოაცხადა, რომელიც ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საქმე ეხება მზის პანელების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, სადაც ერთადერთი კომპანია, შპს “ვივიდი” მონაწილეობდა.

მომჩივანის განმარტებით, “ვივიდის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო პირობებს.

“მოვითხოვთ გაუქმდეს მერიის ის ოქმი, რომლითაც შპს “ვივიდი” ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა”, – მომჩივანმა კომპანიამ აღნიშნული მოთხოვნით მიმართა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს.

აღნიშნული ტენდერით, მერია მზის პანელებს შეისყიდის, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟდება.