გორში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების მდუმარე აქციის ფონზე დაიწყო

320

გორში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჟურნალისტების მდუმარე აქციის ფონზე დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მედიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოითხოვეს იმ პირების დასჯა, რომლებიც 5 ივლისს, თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობდნენ.

გორში მომუშავე რეპორტიორები საკრებულოში ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას შეახსენეს, რომ ჩადენილ დანაშაულებებს საჭირო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.