ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო შესაძლოა რიგი შეზღუდვების გამკაცრება და ახლის დაწესება მოხდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ ისაუბრა.
მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარების შემთხვევასი დაავადებათა კონტროლის ცენტრი კაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციებს დააყენებს.
„დღეს ამ საკითხებზე მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი – ეს ყველაფერი არის გაუარესებული.
ჩვენ ახლა, დაახლოებით იმ დონეზე ვართ, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, ნოემბრის ბოლოს პიკისკენ მივდიოდით. ამიტომ, ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით წითელ ზონაში გადავედით, აქამდე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა ვართ წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს მიღებული. საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრება, რა თქმა უნდა იქნება, პირველ რიგში, აღსრულებასთან მიმართებაში.
მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ავიცრათ, მეორეს მხრივ – გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ამავე დროს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება მაშინ, ჩვენ, დაავადებათა კონტროლი მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დავაყენებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.