ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება საჭირო. პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია, თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მხარდაჭერა. კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა...
თბილისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა 2 პირი, რომლებმაც დედაქალაქის ქუჩებში სიძულვილის ენის შემცველი პლაკატები - წარწერით "არა ნაცებს! არა ბოროტებას" თვითნებურად გააკრეს. მერიაში აცხადებენ, რომ პლაკატების უმეტესობა გუშინ ჩამოიხსნა, თუმცა, თბილსერვის ჯგუფი ამოწმებს სხვა ქუჩებსაც.  მარიაში ამბობენ, რომ იდენტიფიცირებული პირები დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში სამი პირი ჩანს, რომელთა იდენტიფიცირება ვიდეოს მიხედვით მარტივია. მათივე თქმით, სხვა პირების იდენტიფიცირება გრძელდება. "ორ მათგანს უკვე...
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის ჩაკეტვა და „ლოკდაუდნი“ არ იქნება გამართლებული და ეს იქნება დამაზიანებელი ეკონომიკისთვის. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, მათ სხვა გზა - პანდემიის მართვა აირჩიეს. პრემიერის განცხადებითვე, შეზღუდვები გამართლებული არ იქნება, ვინაიდან ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს. „ბევრია საუბარია ბოლო დროს, კითხვებიც დაისვა, ხომ არ მოხდება ხელახალი ჩაკეტვა და ა.შ. მე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა, ეს...
საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საგრანტო პროგრამის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს. „ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 50 მილიონ ლარს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მაღალრეიტინგული გამოცემა Forbes-ის წარმომადგენელისათვის პრეს-ტური გამართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა რანა ბელინდა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა. საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი რაჭაში საოჯახო მარნებს ესტუმრა და ადგილობრივი ღვინო დააგემოვნა. 8-დღიანი ტურის შემდეგ რანა ბელინდა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით...
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმიანობა შეაჯამა და დასკვნები და რეკომენდაციები დაამტკიცა. დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. „ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის სხდომას არ დაესწრო. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.
წინა სტატია "ჩემი მერობა დაასრულებს ტრადიციას, როდესაც საკრებულო მერის სურვილების და მოთხოვნების უსიტყვო და უპირობო შემსრულებელია", - ამის შესახებ თბილისში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა. "ჩემი მერობა ნიშნავს იმას, რომ მრავალპარტიული საკრებულო არ იქნება ჩემი უკანა ეზო, არამედ იქნება ჩემი მთავარი მაკონტროლებელი და მოკავშირე, დამაზღვევს შეცდომებისგან და მაიძულებს ვაკეთო უფრო მეტი და ვაკეთო უფრო უკეთესად. ჩემი...
შემდეგი სტატია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ერთობლივი განცხადება მელიამ და ხოშტარიამ ახლახან გააკეთეს. გარდა ამისა, "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიცემერობის კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძეს წარადგენს, პარტია კი, შესაბამისად, მელიას და ხოშტარიას დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მელია-ხოშტარიას მხარს, ასევე, "ევროპული საქართველოც" დაუჭერს. ნიკა მელიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა...
დიდუბის რაიონის გამგეობა ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში სანიაღვრე ქსელს აწყობს. სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე 800 გრძ.მ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. პროექტის მიხედვით, ასევე მოეწყობა საკომუნიკაციო ჭები, 500 მმ დიამეტრის გოფრირებული მილი კი მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ბელიაშვილის ქუჩის მეორე ჩიხში მცხოვრები მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან წლების განმავლობაში უხვი ნალექების დროს სახლები იტბორებოდა და ადგილობრივებს პრობლემას უქმნიდა. სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდგომ, ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი...
იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების...
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის N50-ში კოკა კლდიაშვილის სახელობის დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შიდა ეზოს ტერიტორიაზე ახალი საბავშვო მოედანი სხვადასხვა ატრაქციონებით და დასასვენებელი პავილიონი ეწყობა, სივრცეში განთავსდება სხვა ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების და სარწყავი ქსელები, პროექტის ბოლო ეტაპზე დაირგვება მცენარეები, ბალახი, დაიყრება მულჩი. გარდა ამისა, სკვერში აფხაზეთში მებრძოლ კოკა კლდიაშვილის მემორიალური დაფა განთავსდება. ამ საკითხის განსახილველად ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელთან...
მთაწმინდის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს კიდევ რამდენიმე მისამართზე ახორციელებს. გზის სრული რეაბილიტაცია ამჯერად, კოჯორში, შალვა ერისთავის ქუჩაზე მიმდინარეობს. მასშტაბური სამუშაოების ფარგლებში, 2 000 კვ. მ ფართობზე ორფენიანი ასფალტი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგებელი გაეცნო. „ჩვენ, შემოერთებულ ტერიტორიებზე აქტიურად განვაგრძობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. მოქალაქეებისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მათ გადაადგილების პრობლემა მოუგვარდებათ, რაც...
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამით მოსარგებლეთა სია გაფართოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მოსარგებლეების გარდა, შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარები შეძლებენ: საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი (რომელთა ლეგალურად ყოფნა დასტურდება, შესაბამისი ვიზის, ბინადრობის ნებართვით ან უვიზო რეჟიმის ხანგრძლივობით), რომელიც იმყოფება საქართველოში და მისი შემოსვლიდან...
გორში, სტალინის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია იწყება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების შესაძენად, ტენდერი აქვს გამოცხადებული მუნიციპალური განვითარების ფონდს. სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, მათ შორის გორშიც, უნდა მოახდინოს სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების მიწოდება. ამისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 4 667...
გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა 716 100 ლარად გაიყიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიაკა ავრცელებს. გორის მერიამ შენობა აუქციონზე რამდენჯერმე გაიტანა, თუმცა მისი ყიდვით ბოლო დრომდე არავინ დაინტერესდა და საწყისი ფასი, რომელიც 930 000 ლარი იყო, 716 100 ლარამდე შემცირდა. უწყებაში მყიდველის ვინაობას არ ასახელებენ. “ჯერ თავს შევიკავებთ მყიდველის ვინაობის გამხელისგან, რადგან ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიფორმებია” , – აცხადებენ მერიაში. აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველმა პრივატიზებიდან...
"ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიაზე", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. BM.GE დაინტერესდა, როდიდან დაიწყება წამახალისებელი ღონისძიებები ვაქცინაციის გააქტიურებისთვის და რა ღონისძიებებზეა საუბარი. „ბევრნაირ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. იმუნიზაციის გეგმაშიც გვაქვს ეს დაწერილი და მერე რეკომენდაციებიც წარვადგინეთ საბჭოზე. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანებს მიეცეს ერთი ან ორი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ