საქართველოს მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამას იწყებს. როგორც პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საგრანტო პროგრამის ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვან პროგრამას ვიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეს არის ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომლის ღირებულება შეადგენს 50 მილიონ ლარს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.