არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები დაამტკიცა

456

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ საქმიანობა შეაჯამა და დასკვნები და რეკომენდაციები დაამტკიცა.

დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის სხდომას არ დაესწრო. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.