მცხეთა-მთიანეთის სოფლებს - ოძისსა და ფრეზეთს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისის და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდნენ.
სამინისტროს განმარტებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან მოისმინეს მათი საჭიროებებისა და პრობლემების...
ბორჯომში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან ერთად მოინახულა.
ხელისუფლების წარმომადგენლები რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას, ამავე ქუჩაზე სანაპიროს გამყოლი სკვერის და N1 საჯარო სკოლასთან სკვერის მოწყობის პროცესს გაეცნენ.
რუსთაველის ქუჩაზე (N51, N51ა და N53) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის ფარგლებში მოწესრიგდება შენობების იერსახე. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები...
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ფიტნეს ზონები მოეწყო. დიდ მიტარბში, ლარებში, სადგერში, ბეშეთსა და რველში სპორტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 100 000 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტის 33 სოფელში გაიმართა. სოფლის კრებებზე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს ის პრიორიტეტული პროექტები, რომელთა განხორციელებასაც დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის...
ცესკოს ახალი თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას ვერ აღადგენს, - ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე, „შარლ მიშელის დოკუმენტის“ დარღვევით, ცესკოს დაკომპლექტება კიდევ უფრო გააღრმავებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოზე და ეჭვქვეშ დააყენებს იმ მოლოდინს, რომ საარჩევნო პროცესები სამართლიან და კონკურენტულ გარემოში წარიმართება.
„პარლამენტში ცენტრალური...
ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ლიფტების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ლიფტის კაბინები, ელექტრო სისტემები, ძრავი, ბაგირები, გამოძახების ღილაკები.
პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 726 ლარი გამოიყო. ხოლო, თანამონაწილეობის პრინციპით, ამხანაგობების სახით, მოსახლეობამაც შეიტანა გარკვეული წვლილი.
აღნიშნულ კორპუსში, ლიფტების პრობლემა, ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი იყო, რაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს ართულებდა. ამჯერად კი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ამხანაგობის თანამონაწილეობით, აღნიშნული...
„რუსთაველზე GWP-ის დაზიანებული მილის გარდა, სხვა პროვაიდერი კომპანიების კომუნიკაციებიც უნდა შემოწმდეს“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა რუსთაველის გამზირზე, GWP-ის დაზიანებული მილის აღდგენითი სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია უმოკლეს ვადაში სრულად მოწესრიგდება და ტრანსპორტის მოძრაობაც აღდგება.
„რუსთაველის გამზირზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 600-მილიმეტრიანი მილი დაზიანდა, რამაც გზის სავალი ნაწილის დაზიანება გამოიწვია. უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები,...
ქუთაისის მერია რელიეფურად რთული უბნებისთვის ახალი ავტობუსების ყიდვას გეგმავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
შესაბამისი პროექტი უკვე წარდგენილია რეგიონალური განვითარების ფონდში, რომელმაც სატრანსპორტო საშუალებების შეძენა უნდა დააფინანსოს.
საუბარია, ხუთიდან - რვამდე ავტობუსის შეძენაზე, რომლებიც ქალაქის ორ უბანში - გორასა და საფიჩხიაზე განაწილდება.
"მერიის შესაბამისმა სამსახურმა გააკეთა მოკვლევა უბნებში და შეისწავლა რამდენად მოერგებოდა ახალი ავტობუსები რელიეფს. ასევე, გათვალისწინებულია მგზავრთა სიმცირეც აღნიშნულ უბნებში. შესაბამისად, გადაწყდა,...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა რიკ დემსს საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში მისი კონსტრუქციული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ მოკავშირედ და დემოკრატიის მნიშვნელოვან დასაყრდენად გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში. ყურადღება გამახვილდა კავკასიაში საქართველოს პოზიტიურ როლზე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმატებულ მედიაციაზე, რომლის შედეგადაც, სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა,...
ბათუმში, სულაბერიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას TV25 ავრცლებს.
სამუშაოების გამო, ბაგრატიონისა და გურამიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა. შესაბამისად, პუშკინიდან ბაგრატიონის ქუჩისკენ ავტომობილები გურამიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებენ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემის, ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა. გზის სავალ ნაწილზე ფილების ნაცვლად ასფალტის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის, დაახლოებით, მილიონ 341 ათასი ლარია გამოყოფილი.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში დაიწყო სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია.
აღნიშნულ სამუშაოებს აწარმობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ნდს მშენებლობა’’ სახელშეკრულებო ღირებულებით 324 936 ლარი.
პროექტით გათვალისწინებულია 12 888მეტრი, შიდაქსელის რეაბილიტაცია.
ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსგადატანილ ადამიანს ვაქცინას მხოლოდ ერთხელ უკეთებენ. ძირითადად, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ვაქცინების დიდი დეფიციტი იყო, მაგრამ დღეს უმრავლესობა მაინც ეყრდნობა იმას, რომ კოვიდგადატანილმა სჯობს გაიკეთოს ორი ინექცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც ორჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაკეთებული აცრის QR კოდი ჩვეულებრივად გამოიყენება სხვა ქვეყნებში.
„რაც შეეხება...
სოფელ არალში მოსახლეობისთვის სკვერი მოეწყობა. დასასვენებელი და გასართობი სივრცის მოწყობისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 34 992 ლარი გაიხარჯება. ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, მოხდება ტერიტორიის შემოღობვა, დაიგება კაუჩუკის საფარი,
მოეწყობა მოსასვენებელი და საბავშვო სივრცეები, სადაც დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონი სასრიალოებით და საქანელებით, დაიდგმება დასასვნებელი სკამები, ასევე, დამონტაჟდება ლამპიონები. სკვერში დაიდგმება სასმელი წყლის შადრევანი.
ამასთან, სოფელ არალში საბავშვო ბაღის...
ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
„ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ“, – განაცხადა...
ჭრელო პეპელას ვარიანტია, მე აქ ერთი წელი მესმოდა რატომაა შეზღუდვებიო, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ის ქვეყანაში უფრო მეტი შეზღუდვის დაწესებაზე.
ამასთანავე, მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული.
რაც შეეხება ბიზნესსექტორს, იმნაძის თქმით, ისინი თავისთავად ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნების პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში.
ამის შესახებ მან მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ერთ-ერთი პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ იყო აცრების მეტად გაინტენსივება, პირბადის მაქსიმალურად ტარება დახურულ სივრცეებში და ღია სივრცეებში, იქ სადაც ბევრი ხალხი იკრიბება. განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეში. აუცილებელია ქორწილების, ქელეხების,...
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე 4 თვის წინ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნეს, თუმცა როგორც თავად განმარტავს, ზემდგომმა უწყებამ მასთან ურთიერთობა 2 თვით ადრე შეწყვიტა. გვიანიშვილი ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზები მისთვის არავის განუმარტავს.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აღარ ვხელმძღვანელობ. თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. ვადაზე ადრე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































