ხაშურის მერია: რუსთაველის ქუჩაზე მრავალსართულიან ბინებში ლიფტების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

327

ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში, ლიფტების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, შეიცვალა ლიფტის კაბინები, ელექტრო სისტემები, ძრავი, ბაგირები, გამოძახების ღილაკები.

პროექტის განსახორციელებლად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 70 726 ლარი გამოიყო. ხოლო, თანამონაწილეობის პრინციპით, ამხანაგობების სახით, მოსახლეობამაც შეიტანა გარკვეული წვლილი.
აღნიშნულ კორპუსში, ლიფტების პრობლემა, ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი იყო, რაც მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს ართულებდა. ამჯერად კი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ამხანაგობის თანამონაწილეობით, აღნიშნული კორპუსის სამივე სადარბაზოში, ლიფტების პრობლემა მოგვარდება.

ხაშურში, მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების მოწესრიგება კვლავაც გაგრძელდება.