ჭრელო პეპელას ვარიანტია, მე აქ ერთი წელი მესმოდა რატომაა შეზღუდვებიო, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ის ქვეყანაში უფრო მეტი შეზღუდვის დაწესებაზე.
ამასთანავე, მისი თქმით, ამ ეტაპზე სრულიად საკმარისია იმ რეგულაციების შესრულება, რომლებიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული.
რაც შეეხება ბიზნესსექტორს, იმნაძის თქმით, ისინი თავისთავად ცუდ დღეში აღმოჩნდებიან, თუ არ დაიცავენ რეკომენდაციებს და არ აცრიან პერსონალს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში უკვე იგზავნება ინფორმაცია, ქვეყნიდან წასულ დაინფიცირებულ ტურისტებზე.
„ბიზნესის ნაწილს შემიძლია ვუთხრა ერთი, რომ ახლა აღარ დასჭირდება შეზღუდვა, შეზღუდვა ის იქნება, რომ ბიზნესი თუ არ დაიცავს თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ რეგულაციებს და არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ცუდ მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, იმიტომ, რომ ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და უკვე ბევრია ასეთი შემთხვევები, მათ შორის, ისრაელში, ქუვეითში, სინგაპურში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს, იმ სასტუმროში გამოუშვებს ვინმე იქიდან ტურისტს?“- განაცხადა იმნაძემ.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა ამ ეტაპისთვის არსებული ეპიდვითარებიდან გამოსავალი არის აცრა და პირბადის ინტენსიური ტარება.