გამყრელიძე: საქართველოში კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც ორჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ

460

ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსგადატანილ ადამიანს ვაქცინას მხოლოდ ერთხელ უკეთებენ. ძირითადად, ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ვაქცინების დიდი დეფიციტი იყო, მაგრამ დღეს უმრავლესობა მაინც ეყრდნობა იმას, რომ კოვიდგადატანილმა სჯობს გაიკეთოს ორი ინექცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში კოვიდგადატანილ მოქალაქეებსაც ორჯერადი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში გაკეთებული აცრის QR კოდი ჩვეულებრივად გამოიყენება სხვა ქვეყნებში.

„რაც შეეხება QR კოდს, ის მშვენივრად იკითხება, უბრალოდ ჩვენ ამ კოდით არ ვართ მიერთებული ევროკავშირის სივრცეს. ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და საქართველო თანდათან უნდა მიუერთდეს ამ სივრცეს.

თუ თქვენს QR კოდს დაანათებთ, თქვენს მონაცემებს დაინახავთ, რომ შესაბამის დროს ვაქცინით ხართ აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.