ბათუმის მერია ე.წ.იაფი სახლის პროგრამის ფარგლებში 40 ოჯახს ბინებს გადასცემს. როგორც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, შემდგომი ეტაპი მომდევნო 40 ოჯახის ბინებით დაკმაყოფილების საკითხი იქნება. ,,ე.წ.იაფი სახლის პროექტის განხორციელების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. ამ ეტაპზე 40 ბენეფიციარი მიიღებს ბინებს, რაზეც კომისიამ პრაქტიკულად უკვე დაასრულა მუშაობა. ასევე დაასრულა მუშაობა კომპანიამ, რომელსაც ევალებოდა ბენეფიციარების შერჩევა. შემდგომი ეტაპი იქნება...
შემუშავდა და დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის ათწლიანი სახელმწიფო სტრატეგია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უწყების 10-წლიანი ხედვის და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა სამი განზომილებით განისაზღვრება, ესენია - ქვეყნის სტრატეგიული განვითარება, მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველოს ევროპული არჩევანი. „სულ ახლახან, საქართველოს მთავრობამ 2021-30 წლების ახალი სახელმწიფო სტრატეგია დაამტკიცა, რომლის...
მუხიანის მესამე მიკრორაიონის N12 საცხოვრებელ კორპუსთან სკვერი მოეწყობა.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე, მოსახლეობის ინიციატივით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, გლდანის რაიონის გამგეობამ კი, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება ხეები და დაითესება ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, მოიხატება კედლები. „აღნიშნულ მისამართზე...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს. მათივე ინფორმაციით, აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა. „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა...
ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწესრიგება ამ დრომდე  გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ოთხი საზოგადოებრივი საპირფარეშოდან, მხოლოდ ცენტრალურ ბულვარში მდებარე ტუალეტი ფუნქციონირებს, სამი მათგანი კი ანტისანიტარიის კერადაა ქცეული. იმის გამო, რომ წითელ ხიდთან მდებარე ტუალეტი დაკეტილია, საპირფარეშოდ მის გარე პერიმეტრს იყენებენ, რის გამოც ადგილზე გავლა ჭირს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. ,,თქვენც ხომ გრძნობთ რა საშინელი მდგომარეობაა? ფილტვები აღარ გვივარგა. მოდიან ტურისტები...
ბათუმში არც ერთი საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, - ამის შესახებ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ბათუმის მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ,,ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ბათუმის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც საგზაო, ასევე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ბათუმში არც ერთი საინვესტიციო და არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეჩერებულა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის...
მოხდება ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და ახალი ქარსაფარი ზოლების გაშენება, რაც საგრძნობლად აამაღლებს სასოფლო-სამეურნეო ნიადაგების მოსავლიანობას - ამის შესახებ კანონპროექტს „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ მხარი დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის, პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დაუჭირეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კოლეგებს კანონპროექტის არსი გააცნო და განაცხადა, რომ პროექტით რეგულირდება, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი...
გორის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებები განახორციელა. მარშრუტების დასამტკიცებლად, უწყებამ საკრებულოს მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ცვლილებები შეეხება N2ა, N6 და N6ა მარშრუტებს. დადგენილების პროექტის მიხედვით, N2ა მარშრუტი იმოძრავებს სოფელ დიდი გორიჯვრის ასახვევამდე. აღნიშნულ მარშრუტზე იმოძრავებს მხოლოდ ერთი ავტობუსი, 90-წუთიანი ინტერვალით. N6 და N6ა მარშრუტები, პროექტის მიხედვით, მოძრაობას დაიწყებენ ცხინვალის გზატკეცილი N10-დან. აღნიშნულ საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ცვლილებები დეტალურად იხილეთ ცხრილში:
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით განიხილა, რომელიც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს. მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები, თავისუფლდებიან სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი, მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოშ სარიტუალო შენობას ააშენებნ. მარნეულის მერიამ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. ადგილობრივი თვითმმართველობა საიმერლოს სარიტუალო დარბაზის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში 25 932 ლარის გადახდას გეგმავს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საიმერლოში სარიტუალო დარბაზი სოფლის ცენტრალურ პარკში, საბავშვო ბაღის გვერდით, აშენდება. საიმერლოში ასაშენებელი სარიტუალო დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შენობის მშენებლობის...
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოგნში ტყიბულთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა, გზის სამშენებლო სამუშაოები პირველ მოადგილესთან, მანუჩარ რობაქიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა,მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და დამატებითი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. ,,სოფელ გოგნში სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო,აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის მშენებელი კომპანია ბეტონის საფარის დაგების...
გორის მუნიციპალიტეტის მერიას სურს, რომ უწყების ბალანსზე არსებული მანქანა  “mercedes-benz 313 cdi” საპატრიარქოს ათხოვოს. აღნიშნული საკითხის დასამტკიცებლად, მერიამ საკრებულოს მიმართა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც ცნობილია, მერიას თხოვნით ატენისა და გორის ეპარქიამ 14 ივლისს მიმართა. “14 ივლისის N608 წერილის შესაბამისად, დადგა საკითხი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, ავტომანქანა „mercedes-benz 313 cdi”-ის სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით,სოფელ ვარიანში შემავალი ტაძრების მომსახურების მიზნით” ,...
გონიოს მოსახლეობის ნაწილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, 30-მდე ოჯახი წლებია მიწის დაკანონებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები გონიოს ტერიტორიაზე ყოფილი ხელისუფლების დროს ჩამოართვეს, "ქართული ოცნება" კი საკუთრებაში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა, ეს დაპირება არ შეასრულა. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციას შეძლებდნენ, მაგრამ მოსახლეობის თქმით, პრობლემა მოუგვარებელი რჩება. აქციაზე...
აზერ სულეიმანოვმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. როგორც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა, პოლიტიკურ საქმიანობას დროებით წყვეტს. აზერ სულეიმანოვის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ პარტიაში მყოფმა ადამიანებმა სათანადოდ არ შეაფასეს ამომრჩევლის შეხედულებები. „ძვირფასო თანამემამულენო! თქვენ მრავალი წლის განმავლობაში ყოველ რთულ სიტუაციაში ჩემთან ერთად იყავით და ყოველთვის გვერდში დამიდექით. სწორედ თქვენ ყოველთვის ჩემი სიამაყის წყარო იყავით. ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით! თუ კი რაიმე...
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩვენი მთავარი სტრატეგია იქნება არა „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის დაპირისპირების აყოლა, არამედ იმის მცდელობა, რომ ადამიანების პრობლემებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განუცხადა. დეპუტატის თქმით, წინასაარჩევნოდ „გირჩის“ სტრატეგიაა ადეკვატური მოქცევა, რადგან ჯერ არ იციან, ქვეყანაში რა პოლიტიკური თამაში იქნება. „ასე ვერ ვიფიქრებდით შარლ მიშელის შეთანხმებიდან ხელისუფლების გასვლას, ოპოზიციის პარლამენტში ხან შესვლას, ხან...
ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლს“ საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია ექნება. როგორც საქართველოს პირველ არხს ვაშაძემ განუცხადა, მის პარტიას აბსოლუტურად განსხვავებული საარჩევნო კამპანია ექნება. „აუცილებელია ხალხთან მეტი კონტაქტი, რადგან საქართველოს აქვს პერსპექტივა და რაც ქვეყანაში ხდება, ჩვენი ბედისწერა არ არის. ამ ქვეყანას გაცილებით მეტი შეუძლია“, – განაცხადა ვაშაძემ.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ