მარნეულის სოფელ საიმერლოში სარიტუალო დარბაზს ააშენებენ

325

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოშ სარიტუალო შენობას ააშენებნ. მარნეულის მერიამ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობის სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი 2 აგვისტოს გამოაქვეყნა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

ადგილობრივი თვითმმართველობა საიმერლოს სარიტუალო დარბაზის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში 25 932 ლარის გადახდას გეგმავს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საიმერლოში სარიტუალო დარბაზი სოფლის ცენტრალურ პარკში, საბავშვო ბაღის გვერდით, აშენდება.

საიმერლოში ასაშენებელი სარიტუალო დარბაზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს შენობის მშენებლობის სამუშაოებს, საზოგადოებრივი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი დარბაზის მოწყობას, სამზარეულოსა და სველი წერტილის მოწყობას, გათბობისა და ელექტრო სისტემის მოწყობას, სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობასა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს.

მერიის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის პროექტის ტექნიკური დავალების მიხედვით, საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 612 000 ლარს შეადგენს.