გონიოს მოსახლეობის ნაწილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა

323

გონიოს მოსახლეობის ნაწილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, 30-მდე ოჯახი წლებია მიწის დაკანონებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, მიწის ნაკვეთები გონიოს ტერიტორიაზე ყოფილი ხელისუფლების დროს ჩამოართვეს, “ქართული ოცნება” კი საკუთრებაში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა, ეს დაპირება არ შეასრულა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ საჯარო რეესტრში მიწის რეგისტრაციას შეძლებდნენ, მაგრამ მოსახლეობის თქმით, პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართოს და მოსახლეობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.