ეს მუნიციპალური არჩევნები მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურია, იქნება ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური, ერთ-ერთი ყველაზე ბინძური, ერთ-ერთ ტყუილებით გაჯერებული. უკვე ისეთ საოცარ ტყუილებს ამბობენ, არ ვიცი, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს უსმენს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მას მასალის ავთენტურობაში ეჭვი ეპარება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წყნეთში, ლეონიძის ქუჩაზე წარმოქმნილ მეწყრულ ზონაში აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს სამუშაოები, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო გზა აღდგენილი. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა იგრძნონ და დაინახონ გვერდით დგომა და მხარდაჭერა. აუცილებელია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება, რათა პრობლემა იყოს მოგვარებული და საავტომობილო...
დახურულ სივრცეში, პირბადის ტარების სავალდებულოება არის მკაცრი რეკომენდაცია, რომელსაც აქამდეც გასცემდა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო.ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისივე თქმით, თუ მოქალაქეებმა არ იგრძნეს პასუხისმგებლობა და რეგულაციები არ დაიცვეს, ეპიდვითარება ვერ გაუმჯობესდება.
„სადაც შესაძლებელია, ყველგან დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას. რაც...
პაატა იმნაძის განცხადებით, ის მკაცრი შეზღუდვების მომხრეა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით საბჭოს უკვე მიმართეს და მკაცრი შეზღუდვების აღდგენა მოითხოვეს.
მისივე განცხადებით, საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებებს.
"საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც."- განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, ასევე რესტორნებში...
ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციით მიმართავენ. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
“აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ არის გავრცელებული ახალი ინდური შტამი, რომელიც, რეალურად, ძალიან მალე ჩაანაცვლებს ყველა არსებულ შტამს. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევძლოთ ეს დრო სწორად გამოვიყენოთ და შემოდგომის სეზონზე არ მივიღოთ კიდევ უფრო რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არის ის, რომ სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები. აუცილებელია მობილობის შემცირება...
დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გამორიცხავს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში პარტნიორებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნა სთხოვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს.
"პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონალური გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი...
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თვითმართველობის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანა
პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თვითმართველობის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, პარტიის მთავარი გამოწვევა ხელისუფლების დამარცხებაა.
„ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს არჩევნები არის ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი ხელიდან. არ არსებობს ამ ქვეყანაში მოქალაქე, რომელსაც სურს კორუფციულ ქვეყანაში...
პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოს, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ხვედელიანმა განაცხადა, პარტია სერიოზულ ბრძოლაში ერთვება და ოქტომბრის რეფერენდუმში სახალხო ინტერესი აუცილებლად გაიმარჯვებს.
"ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში, რომელიც არის რეფერენდუმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ძალიან სერიოზულ ბრძოლას, ჩვენ ვერთვებით ძალიან სერიოზულ ბრძოლაში და...
17 საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებიც სამცხე–ჯავახეთსა და ქართლის რეგიონში მუშაობს ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"მაშინ როდესაც, Covid 19-ით ყოველდღიურად საქართველოს არა ერთი მოქალაქე ინფიცირდება და იღუპება, ვაქცინაცია რჩება გადარჩენის ერთადერთ გზად და ამაში, მოქალაქეთა დარწმუნება, ინფორმირება და მაქსიმალურად ჩართულობის უზრუნველყოფა უმთავრეს გამოწვევად რჩება თითოეული ჩვენგანისთვის.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პანდემიის დასასრულებლად და იმისთვის, რომ
ადამიანებს მოგვეცეს შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმსა...
სოხუმი "დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ "საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანხმად, "დოკუმენტი რეალობას არის მოწყვეტილი და ამახინჯებს აფხაზურ-ქართული წინააღმდეგობების გამომწვევ მიზეზებს". დეფაქტო უწყების თანახმად, "საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აფხაზურ-ქართული კონფლიქტი წარმოაჩინოს რუსულ-ქართულ კონფლიქტად, არანაირი გამართლება არ აქვს და პასუხისმგებლობისგან გაქცევის და დანაშაულის ტვირთის მოხსნის მცდელობაა".
აფხაზეთის "საგარეო საქმეთა...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, თანამდებობა დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა. თანამდებობის დატოვებისას და პოლიტიკურ პარტიაში,” საქართველოსთვის” გადასვლის ფაქტი "რადიო ჰერეთს", თავად სიმონ ქოჩორაშვილმა დაუდასტურა.
”იყო რაღაცეები პარტიაში, რაც არ მაკმაყოფილებდა. “ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობაში, ჩემი თავი ამოვწურე. სავარაუდოდ ვიქნები მერობის კანდიდატი, გიორგი გახარიას პარტიიდან და პარტიის თავმჯდომარეც გურჯაანში”- განაცხადა ქოჩორაშვილმა.
სიმონ ქოჩორაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს წევრი და...
გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი, სავარაუდოდ, აგვისტოს თვიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
დაწესებულებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თემურ ზავრაშვილი უხელმძღვანელებს. გურჯაანში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
იგი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული....
ბათუმის საკრებულომ, წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატებმა იმსჯელეს, თუ რომელ ადგილზე იქნება შესაძლებელი წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩატარება. ასევე, ისაუბრეს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებითაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამასთან, სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ბათუმში, ქუჩებსა და სკვერებზე სახელების მინიჭება.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების კითხვებს, დანიშნული ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი პასუხობდა. სხდომას კვლავ არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.
ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება დაიწყება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
საგანმანათლებლო პროგრამაში შესული ეს სიახლე, მხოლოდ დამამთავრებელ ჯგუფებს შეხება და პატარებს, ჭადრაკის გაკვეთილებს, ბაღის პედაგოგები ჩაუტარებენ.
აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობაში აღმზრდელ პედაგოგებს აჭარის საჭარდაკო ფედერაცია გადაამზადებს.
მაჟორიტარობის 13 წელი და 13 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო შესყიდვებიდან ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს, - ამის შესახებ კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" მოამზადა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
"„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აგრძელებს კვლევას საქართველოს პარლამენტის წევრის, „ქართული ოცნებიდან” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარად არჩეული ანზორ ბოლქვაძის ნათესავებისა და ახლო წრის ბიზნესინტერესების შესახებ.
2020 წელს გამოქვეყნებულ ჩვენს არცერთ მოკვლევას ანზორ ბოლქვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით,...
1 აგვისტოდან ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროექტი, რომელიც თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, მთელ თბილისში გავრცელდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„საზოგადოებას ალბათ ახსოვს საპილოტე პროექტი, რომელიც ნარჩენების ღამის საათებში გატანას ითვალისწინებდა. პროექტი თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, წელს კი, 1-ლი აგვისტოდან ის მთელ დედაქალაქში გავრცელდა პილოტის პერიოდში მიღებული შედეგების საფუძველზე.
პროექტის ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფის“ ნაგავმზიდი ავტომანქანები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































