ბათუმის საბავშვო ბაღებში ჭადრაკს შეასწავლიან

343

ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება დაიწყება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

საგანმანათლებლო პროგრამაში შესული ეს სიახლე, მხოლოდ დამამთავრებელ  ჯგუფებს შეხება და პატარებს, ჭადრაკის გაკვეთილებს, ბაღის პედაგოგები ჩაუტარებენ.

აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობაში აღმზრდელ პედაგოგებს აჭარის საჭარდაკო ფედერაცია  გადაამზადებს.