ბათუმის საკრებულომ, წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატებმა იმსჯელეს, თუ რომელ ადგილზე იქნება შესაძლებელი წინასაარჩევნო ღონისძიებების ჩატარება. ასევე, ისაუბრეს „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებითაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამასთან, სხდომაზე 15 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ბათუმში, ქუჩებსა და სკვერებზე სახელების მინიჭება.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების კითხვებს, დანიშნული ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი პასუხობდა. სხდომას კვლავ არ ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები.