პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თვითმართველობის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანა

245

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ თვითმართველობის არჩევნებში რეგისტრაციისთვის ცესკოში განაცხადი შეიტანა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, პარტიის მთავარი გამოწვევა ხელისუფლების დამარცხებაა.

„ეს არჩევნები არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, ეს არჩევნები არის ბრძოლა ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, იმისათვის, რომ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და არ გავუშვათ ეს ისტორიული შანსი ხელიდან. არ არსებობს ამ ქვეყანაში მოქალაქე, რომელსაც სურს კორუფციულ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ძალადობას აღვივებს ხელისუფლება და ამით გადის ფონს და ამით ცდილობს არჩევნები მოიგოს, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ მთავარი გამოწვევა ამ ხელისუფლების დამარცხებაა ოპოზიციასთან, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობითა და კოორდინაციით იმისათვის, რომ მივიღოთ მომავალი და ცვლილებები, რომელიც ადამიანის კეთილდღეობისთვის არის საჭირო“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.