გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი ფუნქციონირებას, სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყებს

484

გურჯაანში ცხოველთა რეგიონული თავშესაფარი, სავარაუდოდ, აგვისტოს თვიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

დაწესებულებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თემურ ზავრაშვილი უხელმძღვანელებს. გურჯაანში მიუსაფარ ცხოველთა რეგიონული თავშესაფარის მშენებლობა უკვე დასრულებულია.

იგი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის საქმიანობის კონტროლს განახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

აღნიშნულ დაწესებულებაში მოწყობილია კარანტინის, პოსტოპერაციული და საერთო განთავსების ბლოკები 100 ერთეული. თავშესაფარში ასევე შესაძლებელი იქნება ცოფზე აცრა, სრული სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, სტერილიზაცია-კასტრაციის გზით პოპულაციის მართვა, სპეციალური საჭდეების გაკეთება, ცხოველთა გაჩუქების პროგრამა.

ასევე, შეიქმნება რეგიონის ერთიანი ელექტრონული ბაზა, იმუშავებს 8 სპეც. ავტომობილი, 1 სწრაფი რეაგირების ავტომობილი, 24/7 ქოლცენტრი. საერთო ჯამში, ხელმისაწვდომი იქნება 80-მდე სახის მომსახურებობით სარგებლობა.