„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუშაობის შეწყვეტით იმუქრებიან. "საათები კი არ მოგვიკლეს, დაგვიმატეს და ხელფასი მოგვიკლეს, ესე გამოვიდა. დილიდან საღამომდე აყროლებულ ნაგავში ვართ, მანქანას ნაგვის წყალი გასდის, საბურავი...
უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ახალი საბავშვო ბაღები. მეტი შრომა იქნება მომავალი ოთხი წლის გეგმა და მიზანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა. კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას პანდემიის პერიოდში გაწეული თანადგომისა და სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს წინასაარჩევნო პროცესებისთვის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და რიგითი ღონისძიებაა. იხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი....
2021 წლის 6 აგვისტოს 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფ. ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბს გიორგი ამილახვარი უხელმძღვანელებს. შტაბის ხელმძღვანელი დღეს პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ამილახვარს განათლების სფეროში მუშაობის, ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და კარგი მენეჯერია. „მინდა, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩემს საარჩევნო შტაბს და გახდება აქ მოსული თითოეული თბილისელის მეგობარი და გულშემატკივარი. ეს ადამიანი გახლავთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა, ენერგიული...
გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ფიტნესის ტრენაჟორები დამონტაჟდება. მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 117 855 ლარია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, თითოეულ სოფელში მოეწყობა 10 სხვადასხვა ვარჯიშის შესასრულებლად საჭირო ტრენაჟორები, რომლებიც გადახურული იქნება ე.წ საჩრდილობელი ფანჩატურით. “საჩრდილობელი ფანჩატური განკუთვნილია მობილური სპორტული ზონის შესაქმნელად წლის ნებისმიერი დროისათვის და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, სადაც განთავსებული იქნება ტრენაჟორები” , – ნათქვამია დოკუმენტაციაში. როგორც...
რუსთავში, თეატრის უკან სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დათქმულ ვადებში ვერ ჩაეტია. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს. სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად და შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან შესახვედრად ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა იმყოფებოდა. "სამუშაოების ფართობი და სპეციფიკა არ არის მარტივი. ძალიან ბევრჯერ მოხდა პროექტის დაკორექტირება, რის დროსაც გარკვეული სამუშაოების ამოღება და ახლით ჩანაცვლება ხდება. მუნიციპალიტეტი და შესაბამისი სამსახური ორიენტირებულია, რომ მუშა პროცესში...
მე ვხვდები ბევრ ადამიანს, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებს და ყოფილ წევრებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ზუსტად იგივეს იმეორებს დღევანდელი პარტიული „ბოსების“ მიერ მართული ხელისუფლება, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ე.წ. ფარულ მიყურადებაზე და თვალთვალზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს საკუთარი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვის გამო სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, რაც შიშის მანიშნებელია და ღირსებასთან არანაირი...
ხარაგაულის თვითმმართველობა საგრანტო კონკურსში „2020-2022 წლების საპილოტე  რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა“ მონაწილეობს. კონკურსში წარდგენილია ორი პროექტი – ხუნევში 30 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღისა (სავარაუდო სარეაბილიტაციო თანხა 500 000 ლარი) და ხარაგაულის შესასვლელში „დევების“ სკვერის რეაბილიტაცია (სავარაუდო სარეაბილიტაციო თანხა 300 000 ლარი). ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. საგრანტო კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საჭიროა, წარდგენილი პროექტებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რისთვისაც ხარაგაულის თვითმმართველობამ ტენდერი 24...
სოფელ რაჭისუბანში გზის ასფალტო-ბეტონის დაგების სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სოფელში ასევე აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები მშენებლობა. 3 589 გრძ.მეტრი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის გზის საფართან ერთად პირველად მოწესრიგდება სანიაღვრე არხები და მილ-ხიდები. მუნიციპალიტეტის მერი სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს წლის ბოლოს რაჭისუბანში როგორც შიდა საუბნო გზის, ასევე სანიაღვრე არხების მშენებლობის სამუშაოები,...
ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, რეაბილიტირებულ  № 103  კორპუსში, სადარბაზოებში განათება არ არის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. ,,კორპუსი კი გარემონტდა, მაგრამ სინათლე სადარბაზოებში არ გვაქვს“. „სხვაგან რა  ხდება არ ვიცი, მაგრამ აქ რომ არ მუშაობს ზუსტად ვიცი. არასდროს არ ანთებულა  სადარბაზოს განათება“, –  ამბობენ რუსთაველის № 103  მცხოვრებლები. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, რომ აღნიშნული პრობლემა მხოლოდ რუსთაველის N103–შია, რაც ტექნიკური ხარვეზითაა გამოწვეული. „რუსთაველის ქუჩა...
ოზურგეთში პარტიამ „საქართველოსთვის“ რეგიონული ოფისი გახსნა. აღნიშნული პარტიიდან მერობისთვის გია ცეცხლაძე იბრძოლებს. რეგიონული ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად გახსნა. გიორგი გახარიამ შეკრებილ მხარდამჭერებს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვები გააცნო. „ოზურგეთში ვხსნით ოფისს და ჩათვალეთ, რომ ოზურგეთში საარჩევნო კამპანიას ერთად ვიწყებთ. ჩვენ ახალი პარტია ვართ და შესაბამისად, ერთდროულად გვიწევს, როგორც პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბება რეგიონებში, ასევე საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა, მაგრამ ოზურგეთი...
გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებაში მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე ჰყიდის. საწყისი ფასი 1 მლნ ლარს აჭარბებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. მიწის ფასი, რომლის ფართობი 2 ჰექტარზე მეტია, აუქციონზე 1 056 000 ლარია. ნაკვეთი ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოფიციალურად კი, ტერიტორია კარალეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. თუ კი, მყიდველი გამოჩნდება, მან მერიის გადაწყვეტილებით შემდეგი პირობა უნდა შეასრულოს: “პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის...
ფანრები ღამის სიბნელის გასაფანტად. ასეთი მდგომარეობა ბათუმში, თამარის დასახლებაში წლებია არსებობს. აფხაზეთის ქუჩაზე მცხოვრებლებისთვის ღამით გადაადგილება საფრთხის შემცველია. განსაკუთრებით მოძრაობა პატარებს უჭირთ. არაერთი თხოვნის მიუხედავად, ერთადერთი, რასაც ქალაქის მერია, ადგილობრივებს სთავაზობს, დაპირებებია. დაპირებები იმის შესახებ, რომ მდგომარეობა შეიცვლება და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდება. ამ თემაზე რეპორტაჟს ტვ25 ავრცელებს. ეს განათების ბოძები ბათუმში თამარის დასახლებაში წლებია დგას, თუმცა, ფუნქციას არ ასრულებს. აქ...
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე 2021 წელსაც ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს. მათივე ცნობით, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან და სწავლის საფასური დაუფინანსდებათ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე...
როდესაც ქვეყანამ შემოიტანა 2 მილიონ დოზაზე მეტი ვაქცინა, ჯამში ერთ თვეში ჩვენ გვექნება მთლიანობაში 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, აბსოლუტურად გაუმართლებელია ქვეყნის ხელახლა ჩაკეტვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა ეკონომიკას არ შეაჩერებს, რადგან ეს არის მცდარი გზა. „ჩვენ გადავწყვიტეთ მყარად და ვთქვით, რომ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანამ შემოიტანა...
ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს - როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. იმნაძის განმარტებით, აღნიშნული საკითხი დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. „აცრა, სასწრაფოდ აცრა ყველას! ჩემი პირადი რეკომენდაცია არის, რომ აცრილებისთვის შეზღუდვები არ იყოს, აუცრელებისთვის იყოს. როცა რაიმე გადაწყდება მოგახსენებთ. ვის რა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ