„თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუშაობის შეწყვეტით იმუქრებიან.
“საათები კი არ მოგვიკლეს, დაგვიმატეს და ხელფასი მოგვიკლეს, ესე გამოვიდა. დილიდან საღამომდე აყროლებულ ნაგავში ვართ, მანქანას ნაგვის წყალი გასდის, საბურავი დაფუშული, ზოგს ზადნი არ აქვს, ზოგს პირველი, ზოგი მანქანა კრილოებით ტაშს უკრავს. ვინაა ამაზე პასუხისმგებელი, ფორმა არ მაქვს, ხელფასი მე არ მაქვს ნორმალური.
კალაძეს უთქვამს ხელმძღვანელობისთვის, ჩვენ, მერია არ ვართ კმაყოფილი მაგათი მუშაობით. მოვიდეს ბატონი კალაძე, გამომყვეს, 500 კგ-ს რომ უდრის ნაგავი და მანქანამდე ხელით რომ ვახოხებ 40 გრადუს სიცხეში ნახოს, ვინ იქნება კმაყოფილი და ვინ უკმაყოფილო”, – ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.