დღეს ღამის საათებში რიკოთზე შეზღუდვა დაწესდება

333

2021 წლის 6 აგვისტოს 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 156-ე კილომეტრზე (სოფ. ხუნევი) საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალის მიერ, შესაბამისი ტექნიკური ღონისძიებების გატარების მიზნით , 2021 წლის 6 აგვისტოს 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კილომეტრზე არსებული ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძიდან საავტომობილო გზის 194-ე კილომეტრამდე (ქ. ზესტაფონი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. ხოლო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.