"ძალიან ბევრი პრობლემაა, რეალური საკითხებია გადასაწყვეტი ჯერ კიდევ, რომელიც საჭიროებს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების უფრო მეტ აქტიურობას, ასევე ცენტრალური მთავრობის ჩართულობას, რომლის გარეშეც არ გამოვა დიდი საკითხების მოგვარება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლნისში "ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატის, დავით შერაზადიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში მმართველი გუნდის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება მიწის ნაკვეთების მელიორაცია, გზების...
"ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი დავაფინანსეთ, თუნდაც მარნეულში, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზები, გაზი, ყველაფერი, ყველა პროექტი მიმდინარეობს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში "ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატის, კენან ომაროვის წარდგენისას განაცხადა. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობის ფულით დაფინანსებული პროექტებით თვითმმართველობას აძლიერებს. მისი თქმით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით თითოეულ მუნიციპალიტეტში უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის ახალი...
"ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში,"ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, მეტი განვითარება სჭირდება ქალაქებს, სოფლებსა და რეგიონებს და განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. "ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას და წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა. მისივე თქმით, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. „ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. ეს აბსოლუტურად...
ცესკომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა. 2 ოქტომბერს გასამართ ადგილობრივი მუნიციპალური ორგანოების არჩევნებში პოლიტიკური პარტიები მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი რიგითი ნომრებით: #1- "მესამე ძალა" #2 - "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" #3 - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" #4 - "მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის" #5 - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" #6 - "ევროპელი დემოკრატები" #7 – „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ #8 – „დავით თარხან მოურავი - ირმა...
ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის. ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი, რომელიც ყოველდღიურად ჩანს, გამწვავებული ეპიდვითარებისა და შესაბამისად გამწვავებული სოციალური ფონის დროს სულ სხვა საქმეა გასაკეთებელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ მერები და საკრებულოს წევრები ავირჩიოთ, 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები....
წინა სტატია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციის მონაწილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. ამ ეტაპზე კომპანიის გაფიცული თანამშრომლების ნაწილი სამუშაო რეჟიმს უკვე დაუბრუნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მხარეებს შორის შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ,...
წინა სტატია შემდეგი სტატია თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლების გაფიცვა უკანონოა და ამ ყველაფრის უკან ცალკეული ადამიანები დგანან. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებს ანაზღაურება 20%-ით გასული წლის დეკემბერში გაეზარდათ და თუ იქნება საშუალება, მათი ხელფასი მომავალშიც გაიზრდება. „ხელფასებთან დაკავშირებით გასული წლის დეკემბერშივე მივიღეთ 20%-იანი მატების გადაწყვეტილება. ეს იყო იმ შესაძლებლობების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მუნიციპალიტეტს კონკრეტულ მომენტში...
video
თელავში მდებარე ,,ახალი ბაღის” რეაბილიტაციისთვის ადგილობრივებმა სოციალური კამპანია დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს. კამპანია ადგილობრივი სამაგიდო თამაშების კლუბის დამფუძნებლმა, გიორგი ბეჟანიშვილმა წამოიწყო და ის მიზნად ისახავს "ახალი ბაღის” რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს, კამერების, სკამების, ნაგვის ურნების მოწყობას. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მათ თანხის შეგროვება დაიწყეს. “ქალაქს უნდა ჰქონდეს სუფთა, მოწესრიგებული ბაღი, სადაც აღარ იქნება ჩხუბის, საქმის გარჩევისთვის შეკრების ადგილი. ჩვენი მთავარი მიზანია,...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბორჯომში სასამართლოს ყოფილი შენობა ნაგებობას და 1744.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 145 000 ლარად ჰყიდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. სახელმწიფო ქონების სააგენტომ აღნიშნული ქონება აუქციონზე მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გაიტანა. გამოუჩნდება თუ არა ტერიტორიას ახალი მფლობელი ცნობილი 18 აგვისტოს გახდება. ბორჯომში სასამართლო შენობას ჯამში 1744.00 კვ.მ ტერიტორია უკავია.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდულია. სამუშაოები გორის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს. მოძრაობის წესების უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. მძღოლებს გადასაადგილებლად პარალელური ქუჩების გამოყენებას ურჩევენ.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგისას დამკვირვებლებზე ზეწოლის, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის და მუქარის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების ფაქტები გამოავლინა. როგორც ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული, ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა: „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებზე ზეწოლის - 2,...
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პრობლემად რჩება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, - ამის შესახებ ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის თანახმად, ზღვარი სახელმწიფო რესურსებსა და პარტიულ ინტერესებს შორის ფერმკრთალდება. „2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ, 3 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც...
წინა სტატია შემდეგი სტატია „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე, დავით ფაჩულია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, სამსახურის თანამშრომლების გაფიცვა ცალკეული ჯგუფების მიერ იყოს ორგანიზებული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება და თანამშრომლებს ხელფასი აუცილებლად გაეზრდებათ. მისი თქმით, ასევე დაგეგმილია შრომითი პირობების გაუმჯობესება და ახალი ტრანსპორტის შემოყვანა. „პანდემიის დროს, შარშან, პირველი დეკემბრიდან ყველა თანამშრომელს მინიმალური ხელფასი 125 ლარით მოვუმატეთ. ამის გარდა, მიმდინარეობს ბიუჯეტის დაგეგმარება. მომავალი წლიდან თანამშრომლებს...
იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ტემპი მომავალი ორი წლის განმავლობაში 50 პროცენტით გაიზრდება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ,,მენაშენეთა პროექტის ფარგლებში,“ ბინათმშენებლობის ახალი მიმართულების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა არის უდიდესი ამოცანა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს მიმდინარე სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რადგან საუბარია 700 მილიონ...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობისას გადათხილ ქუჩებზე დაზიანერბული მონაკვეთების ამოვსება დაიწყეს. ორი წელია, რაც მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს. სწორედ ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას მიმდინარე პროცესებმა არაერთი პრობლემა შეუქმნა. მაგალითად, ის, რომ მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. თუ აქამდე მოსახლეობამ მიახლოებით მაინც იცოდა როდის უნდა გამოევლო ტრანსპორტს, ახალა ეს სიტუაცია შეიცვალა და მათი მარნეულამდე...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ