“ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში,”ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის წარდგენაზე განაცხადა.
მისი თქმით, მეტი განვითარება სჭირდება ქალაქებს, სოფლებსა და რეგიონებს და განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება.
“ამ არჩევნებში ჩვენი კანდიდატები წარუდგენენ მოსახლეობას დეტალურ გეგმებს, ხედვებს, თუ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ ჩვენი ქალაქებისთვის, რეგიონებისთვის, სოფლებისთვის. ჩვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს – ძლიერი რეგიონები, ძლიერი სოფლები, ძლიერი ქალაქები. მეტი განვითარება სჭირდება ჩვენს ქალაქებს, რეგიონებს. განვითარება უნდა იყოს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთიანი გუნდი ვართ აბსოლუტურად მოტივირებული, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, სირთულე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის წინაშე დგას – ეს არის სიდუხჭირე, გაჭირვება, უმუშევრობა, პანდემიასთან ბრძოლა, რასთან დაკავშირებითაც, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად გვაქვს კომუნიკაცია მოსახლეობასთან”, – განაცხადა მან.