გორში აღმაშენებლის გამზირზე ავტომანქანებით მოძრაობა შეზღუდულია

322

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გორში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტომობილებით მოძრაობა შეზღუდულია.

სამუშაოები გორის მერიის დაკვეთით მიმდინარეობს.

მოძრაობის წესების უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. მძღოლებს გადასაადგილებლად პარალელური ქუჩების გამოყენებას ურჩევენ.