ბორჯომში სასამართლოს ყოფილი შენობა აუქციონზე იყიდება

449

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ბორჯომში სასამართლოს ყოფილი შენობა ნაგებობას და 1744.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს 145 000 ლარად ჰყიდის. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სახელმწიფო ქონების სააგენტომ აღნიშნული ქონება აუქციონზე მიმდინარე წლის 4 აგვისტოს გაიტანა. გამოუჩნდება თუ არა ტერიტორიას ახალი მფლობელი ცნობილი 18 აგვისტოს გახდება. ბორჯომში სასამართლო შენობას ჯამში 1744.00 კვ.მ ტერიტორია უკავია.