მომდევნო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით და ორპროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა. ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებებს მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პროექტში ჩადებული სამივე პუნქტის მიღება აუცილებელია. „სამი ძირითადი პუნქტი არის აქ. ესენია: დაბალი ბარიერი ორი პროცენტის ფარგლებში, სრულად პროპორციული არჩევნები და პროკურორის არჩევის წესი. სამივე არის უაღრესად მნიშვნელოვანი...
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა, აინტერესებს, თუ როგორ ჩააბარებს ის დებატების ტესტს. "ნარკოტესტთნ დაკავშირებით მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს, რამდენჯერმე ჩამიბარებია. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ. კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", — განაცხადა...
აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, აგვისტოში პარტიების შემოწირულობების ჯამურმა ოდენობამ 6 მილიონ ლარს მიაღწია, საიდანაც ქართული ოცნების შემოწირულობების მოცულობა 5 მილიონი, ხოლო ყველა სხვა პარტიისთვის ჩარიცხული თანხების ჯამური ოდენობა 1 მილიონი ლარი იყო. შემოწირულობების მიღების მხრივ მმართველი პარტიის უპირატესობა აშკარაა — მისი მოცულობა 5 ჯერ უსწრებს სხვა პარტიების ჯამურ ფინანსურ მხარდაჭერას. ბუნებრივია, შემოწირულობათა მიღების გააქტიურება თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება. იმ პარტიების ჩამონათვალი, რომლებმაც მიმდინარე...
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის დედაქალაქისთვის პრიორიტეტული პროგრამული მიმართულებები დაასახელა. როგორც კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა, ოთხი წლის განმავლობაში, მან და მისმა გუნდმა შეძლო, რომ შეექმნა მყარი ფუნდამენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის, რაც მომდევნო ოთხ წელშიც გაგრძელდება. „ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლავთ „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები. ჩვენ უკვე...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე დედაქალაქში პანდემიის გამო შეჩერებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის შემდგომ ოთხწლიან პროგრამაში და ისინი სხვა პროგრამულ დაპირებებთან ერთად განხორციელდება. კახა კალაძემ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შეჩერებულ პროექტებს შორის დაასახელა მიწისზედა მეტროს პროექტი სამგორი - ლილოს მიმართულებით, ასევე, თბილისის ანძისა და ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობის პროექტები,...
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ნინოწმინდაში მათ კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ. ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ მათ მომხრეებზე ზეწოლა გრძელდება. "წარმოუდგენელი ზეწოლა გრძელდება ახალქალაქში და ნინოწმინდაში ჩვენს მომხრეებზე. სუსის ზეწოლა, ადამიანების დაშანტაჟება. პარქტიკულად სიას გვიხსნიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მივიღოთ ადგილზე. ნინოწმინდის კანდიდატს მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებენ", — წერს ის. როგორც ხატია დეკანოიძე On.ge-სთან განმარტავს, ზეწოლა...
სოფელ ჭართალში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. მათივე ცნობთ, აღნიშნული საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შედეგად, შენობა ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები, განახლდა არსებული სპორტული დარბაზი და გაკეთდა მინი-ფეხბურთის სტადიონი. „ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აკადემიურ გარემოში განახლება თანაბრად მნიშვნელოვანია, რისთვისაც საჭიროა სტუდენტებისა და პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. „სკოლებსა და უნივერსიტეტებში თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ დროულად განახლდეს სწავლა აკადემიურ გარემოში. ამდენად, ისევ და ისევ მნიშვნელოვანია სტუდენტების, პედაგოგიური პერსონალის ვაქცინაცია. სტუდენტების ნაწილი მონაწილეობს ვაქცინაციაში, თუმცა მეტი აქტივობაა საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამასთან, კითხვაზე, განიხილება თუ არა სკოლებისა...
გახარიას გუნდი ყაზბეგში ერთმა პირმა დატოვა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნათელა ავსაჯანიშვილმა ყოფილი პრემიერის, გახარიას გუნდი დატოვა. მან უკვე მიმართა ადგილობრივ საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა მისი რეგისტრაცია გააუქმოს.
სამეგრელოში გიორგი გახარიას გუნდს ტოვებენ. ინფორმაციას Timer-ზე დაყრდნობით იმედნიუისი  ავრცელებს. ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის ჩხოროწყუ, წალენჯიხა, მარტვილი, აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს თანამშრომელმა ფრიდონ ლათათიამ პროტესტის ნიშნად დატოვა. მანამდე კი მოწერელიას ჩხოროწყუს ბიურო პროტესტის ნიშნად გოგა თოლორდავამ და სალომე პაპავამ დატოვეს და „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდნენ.
არსებული ინფორმაციის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ ახალქალაქის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გევორგ ტონოიანმა, ასევე ამავე პარტიის ახალციხის საკრებულოს პროპორციული სიის წევრმა, გოჩა მდივნიშვილმა ბოკერიას პარტია დატოვეს. ორივე მათგანმა მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას პროპორციული სიიდან რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმისა და ავიაციის სექტორებში მომუშავე ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ასოციაციების წარმომადგენლებს საქართველოში ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის აღდგენის დინამიკის ტენდენციები გააცნო. მისი თქმით, 2021 წლის 8 თვის განმავლობაში, კოვიდ-პანდემიისა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ მილიონ საერთაშორისო მოგზაურზე მეტს უმასპინძლა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან,...
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე დაიკეტება. მიზეზი მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ქუთაისის მერიის ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში 42 ვაკანტური ადგილია. მასწავლებლებს 14 საგანმანათლებლო დაწესებულება ეძებს. თავისუფალი ადგილები http://teacherjobs.ge/- ზე ქვეყნდება. გთავაზობთ მარნეულის სკოლების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებს. ქვემოთ მოყვანილი სია არ არის საბოლოო, ვინაიდან, საიტზე მუშაობის დაახლოებით 15 წუთში, ვებ-გვერდს ახალი ადგილები ეტაპობრივად დაემატა. კასუმლოს საჯარო სკოლა- ფიზიკური აღზრდა და სპორტი კასუმლოს საჯარო სკოლა - ჩვენი საქართველო შულავერის №2 საჯარო სკოლა - ფიზიკა შულავერის №2 საჯარო სკოლა...
ბორჯომის მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი, მარიამ გელაშვილი, რომელმაც პარტია „საქართველოსთვის“ გასულ კვირას დატოვა, ზეწოლის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ პარტიიდან საკუთარი სურვილით წავიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „ვინ თქვა, რომ ზეწოლის ფაქტის შედეგად დავტოვე პარტია?! მე საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე დავრჩე საჯარო სექტორში. გვიან მომივიდა გადაწყვეტილება, მაგრამ გადავწყვიტე. ეს არის მიზეზი, საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე საჯარო მოხელედ...
video
დაბა ადიგენში მცხოვრები 60–მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მათი თქმით დასახლებას არაერთი პრობლემა აქვს, მაგრამ მათი ბედით არავინ ინტერესდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ავარიული კულტურის სახლი, დაზიანებული სანიაღვრე არხები, გარე განათება – ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვლია, რომლის მოგვარებასაც მოსახლეობა ხუთი წელია ითხოვს. „სანიაღვრე არხი გაგვიკეთეს, ორი თვე არ უმუშავია, მილები გაიბიდნა, წყალი და ნაგავი ეზოებსა და სახლებს ტბორავს. სამანქანო...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ