ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე ბალახვნიდან ფოლკლორის სასახლემდე გზის მონაკვეთი 7 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე დაიკეტება.
მიზეზი მიმდინარე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით აღნიშნულ პერიოდში, ამ მონაკვეთზე აკრძალული იქნება ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება.