პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა, აინტერესებს, თუ როგორ ჩააბარებს ის დებატების ტესტს.
“ნარკოტესტთნ დაკავშირებით მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს, რამდენჯერმე ჩამიბარებია. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, რა თქმა უნდა, მე ამას გავაკეთებ. კახამ ხომ ჩააბარა ტესტი კოკაინზე, ახლა მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ”, — განაცხადა გახარიამ რუსთავი 2-ის ეთერში.
2 სექტემბერს გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატები, კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.