პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, რიგგარეშე არჩევნებს დიდად არ გულშემატკივრობს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა. "ჩვენი მხარდაჭერა გაცილებით გაზრდილია 31 ოქტომბრის არჩევნებთან შედარებით. ობიექტურად რომ ვთქვათ, თუ რომელიმე პარტიას აწყობს ვადამდელი არჩევნები, ვართ ჩვენ. მაგრამ აწყობს თუ არა ეს ქვეყანას, ან ეს არჩევნები იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნების განმსაზღვრელი, ეს არის ცოტა არასერიოზული", — თქვა მან. მისი განცხადებით,...
დედაქალაქის საკრებულომ თბილისში რამდენიმე ქუჩის სახელდების საკითხს დაუჭირა მხარი. როგორც საკრებულოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კრწანისის რაიონში ილია და ნინო ნაკაშიძეების ქუჩის შესახვევს მსახიობ კახი კავსაძის სახელი მიენიჭა. ამასთან, მთაწმინდის რაიონში კოტე მესხის შესახვევს კინორეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახელი ეწოდა. ასევე, საკრებულოს წევრებმა კრწანისის რაიონში შოთა ნიშნიანიძის გასასვლელისთვის მომღერალ ზურაბ დოიჯაშვილის სახელის, ხოლო ჩუღურეთის რაიონში ტყის ქუჩისა და პირველი ჩიხისთვის ექიმის, პროფესორის იოსებ აბაკელიას სახელის...
სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა. „2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების...
ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს წინასაარჩევნო აქტიურ კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ამ მხრივ სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას. „ამ მხრივ სხვადასხვა მექანიზმები აქვთ ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ...
პარტიის „საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა, პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრების“ ეთერიდან კონკურენტები დებატებში გამოიწვია. გადაცემაში მან განაცხადა, რომ მზადაა დებატებში გლდანელების პრობლემებზე ისაუბროს. „დებატებში ვიწვევ ყველა იმ მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელიც გლდანში კენჭს იყრის. მე ამისთვის მზად ვარ, საკმაოდ კარგად ვიცნობ უკვე თითოეული გლდანელის, რაიონის მასშტაბით არსებულ პრობლემებს და მე მზად ვარ, რომ საქმეზე თითოეული მაჟორიტარობის კანდიდატთან...
„8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულნი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის განცხადების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, 15 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოავლინეს, რომელთაგანაც...
თეთრიწყაროში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კარინე ბორაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, რის შესახებაც საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. ამის შესახებ იმედინიუსი წერს. საკუთარი კანდიდატურების მოხსნის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიას ასევე მიმართეს ევროპული საქართველოს პარტიული სიის წევრებმა მაყვალა პაქსაძემ და მანანა ირემაძემ.
გორის თეატრის დირექტორი გია წვერავა ამბობს, რომ სამსახურიდან პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. როგორც ის ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, კულტურის სამინისტრომ გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების გამო მომდევნო 4 წლიან მმართველობაზე ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. "ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. პროპორციული სიით ვიყრი კენჭს გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან ერთად. კულტურის სამინისტროსთან მოხდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, რის შემდეგადაც აღარ დამამტკიცეს. ამის მიზეზი ვფიქრობ, რომ არის ჩემი პარტიული აქტივობა -...
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის მონაკვეთზე წყალგამტარი მილის გაწმენდითი სამუშაოების გამო 8 სექტემბრის 18:00 სთ-დან 9 სექტემბრის 08:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ადიგენი-უდე-არალის საავტომობილო გზაზე. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე წინა დღეებში მოსული ნალექის გამო, გზაზე არსებული წყალგამტარი მილი ამოივსო და ვერ ატარებს წყალს. აღნიშნული მილის...
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეხუთე სხდომა გაიმართა. სხდომა ონლაინ ფორმატში, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა. კომისიამ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტებზე და საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევებზე იმსჯელა. ასევე, განიხილეს მედიით გავრცელებული საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტები და კომპეტენტური უწყებებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინეს ამ ფაქტების მიმართ გატარებული პრევენციული ღონისძიებების და რეაგირებების შესახებ. პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური...
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იმედს“ მიმართავს და ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერის დათმობას მოითხოვს. „მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი! ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ...
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. "ახლა წარმოგიდგენთ ლეიბორისტული პარტიის სიის დამრტყმელ ათეულს თბილისის რაიონებში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შეთავსებით", — განაცხადა ნათელაშვილმა. მაჟორიტარობის კანდიდატები: ტარიელ კალანდარიშვილი; სამგორი — მარიამ გოჩელაშვილი; კრწანისი — მამუკა ჯუღელი; დავით გილაძე; თეკლა ალანია; მთაწმინდა — გიორგი დვალაშვილი; საბურთალო — ია სირანაშვილი; ჩუღურეთი — მარიამ გურგენიძე; დიდუბე — ვლადიმერ მარტიაშვილი; ვაკე —...
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო), თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და 18 ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. „ჩვენ საერთაშორისო პარტნიორთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით იქმნება გარკვეული პლატფორმა, სადაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვიმსჯელოთ და შევთანხმდეთ გარკვეულ საკითხებზე, რომელიც კითხვის ნიშნებს მოხსნის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დღევანდელი...
თელაველი მევენახეები „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს უპირისპირდებიან. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავრცელებს.  ადგილობრივებმა დღეს თბილისში გიორგი ბოტკოველის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. მევენახეები ბოტკოველს კახეთის ბიუჯეტის გაფლანგვაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, თელავის მერის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.
ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ტყიბულის ორგანიზაცია თენგიზ ჭიქაბერიძემ დატოვა. ინფორაციას იმედინიუსი ავრცელებს.  საკრებულოს პროპორციული სიის მერვე ნომერმა და ამავე დროს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ტყიბულის ზონიდან საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა განცხადებით, რათა გაუქმდეს მისი რეგისტრაცია. იმედინიუსის ცნობით , ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას პარტიის რღვევა სამეგრელოში გრძელდება. პარტია საქართველოსთვის ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალე-მუჟავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლალი შამუგიამ დატოვა. მან...
გიორგი გახარიას პარტიის ხაშურის მერობის კანდიდატი ზვიად ტეფნაძე ამბობს, რომ ემუქრებიან და კანდიდატურის მოხსნას სთხოვენ. ტეფნაძე ამ თემაზე პირველ კომენტარს  ფორმულასთან აკეთებს და აღნიშნავს, რომ მას მესამე პირის მეშვეობით უკავშირდებიან. ის არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვინ ემუქრება, თუმცა, ამბობს, რომ სუს-ი და ე.წ კრიმინალური ავტორიტეტები მასზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ. "ოთხი შვილის მამა ხართ, შვილებს კარგი მომავალი უნდა და კანდიდატურა გადააყენეთო...  ქართული ოცნება ხვდება,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ