გორის თეატრის დირექტორი გია წვერავა ამბობს, რომ სამსახურიდან პარტიული ნიშნით გაათავისუფლეს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
როგორც ის ფორმულასთან საუბრისას აღნიშნავს, კულტურის სამინისტრომ გიორგი გახარიას პარტიაში გაწევრიანების გამო მომდევნო 4 წლიან მმართველობაზე ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.
“ჩემი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. პროპორციული სიით ვიყრი კენჭს გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან ერთად. კულტურის სამინისტროსთან მოხდა ჩემი კანდიდატურის წარდგენა, რის შემდეგადაც აღარ დამამტკიცეს. ამის მიზეზი ვფიქრობ, რომ არის ჩემი პარტიული აქტივობა – რაც ღიად გამოვხატე მხარდაჭერა გიორგი გახარიას და მისი თანაგუნდელებისადმი“, – ამბობს გია წვერავა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გახარიას გუნდის წარმომადგენლები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ.
7 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ მმართველი გუნდი მათ წევრებს და მხარდამჭერებს სისტემურად ავიწროებს, აშინებს, ემუქრება და პარტიის დატოვებას ამ ფორმით აიძულებს.