ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მიყურადებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე - ამის სესახებ ოცნების დეპუტატმა  გივი მიქანაძემ  ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" საფუძვლიანი ვარაუდით, ცესკოში დამკვირვებლად დარეგისტრირებული ორგანიზაციები  კავშირში არიან და ფინანსდებიან ოპოზიციური პარტიებიდან. "ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას, იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საარჩევნო კომისიები, თუ კონკრეტული ოლქების  მიერ იქნება დარეგისტრირებული როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაცია, იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე ვამხილოთ ეს ორგანიზაციები, რომლებიც არიან...
მთავრობის ადმინისტრაციის იურისტი, ნიკოლოზ მეტრეველი, თელავის მუნიციპლიტეტის მერის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. თელავის მერის, შოთა ნერეკლიშვილის განმარტებით, ახალი მოადგილე, პროფესიული ნიშნით შეარჩია. ” ნიკოლოზი მუშაობდა მთავრობის ადმინისტრაციის იურისტად და მასთან მქონდა პროფესიული და პირადი შეხება. კარგა ხანია, იურიდიული მიმართულებით მოადგილის თანამდებობა იყო თავისუფალი და გადავწყვიტე, მისთვის შეეთავაზებინა”- განაცხადა ნარკელიშვილმა. უკავშირდება თუ არა, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის მერის მოადგილედ დანიშვნა, მოსალოდნელ...
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ევა ლომთაძის კანდიდატურა წამოაყენა. ინფორმაცია "რადიო ჰერეთს" ევა ლომთაძემ დაუდასტურა. ევა ლომთაძე, რომელიც ამჟამად ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარეა, გამარჯვების შემთხვევაში, ლაგოდეხელებს ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება-განვითარებას, სასმელი წყლის ხარისხის მოგვარებას, სპორტული ინფრასტრუქტურის განახლებას, შშმ პირთა საზოგადოებში ინტეგრაციას და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას პირდება. ადგილობრივი ოპოზიციის საარჩევნო შტაბს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე 10 სამაჟორიტარო...
თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის საბჭო 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობას მომდევნო კვირაშიც განაგრძობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში უკვე დაფიქსირდა ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდსაწინააღმდეგო აცრები. „მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ და მომდევნო კვირებში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის...
შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური ყველაზე მეტი შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც. ,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ...
2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თელავის მერობისთვის კანდიდატი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. თელავის N17-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის რევაზ გაიპარაშვილის განცხადებით, კანდიდატები წარადგინეს მმართველმა პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გიორგი გახარიას პარტიამ ,,საქართველოსთვის”. "ნაციონალური მოძრაობიდან’’ კენჭს, პარლამენტის წევრი, პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი იყრის. მმართველი პარტიიდან კი მერობის კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი იქნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მესამე...
დამსაქმებლებს ღამის ცვლაში მომუშავეთა პერიოდული სამედიცინო გამოკვლევა დაევალათ. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ღამის ცვლაში დასაქმებულთა ჯანმრთელობის პერიოდული გამოკვლევის წესებსა და პირობებს განსაზღვრავს. დოკუმენტის თანახმად, დასაქმებულებს, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ ღამის ცვლაში, პერიოდული სამედიცინო შემოწმებები დასჭირდებათ, ამ შემოწმების საფასური კი დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრებათ როგორც კერძო, ასევე, საჯარო უწყებებს. დადგენილების თანახმად, ღამის ცვლაში მომუშავე პირად ითვლება ადამიანი, რომელიც საღამოს...
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+“ აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება. პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა ცივი და ცხელი წყლის, გარე წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემა, ასევე, შესასვლელი კიბე,...
ჩვენ ამომრჩეველს ძალიან გასაგებად ვეუბნებით: - ხალხო, არჩევნებზე მოსვლის ვერც ერთი მიზეზი რომ ვერ დაინახოთ, იცოდეთ, თუ მოხვალთ, “ტესლას” ან “პორშეს” მაინც მოიგებთ, - ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ოპოზიცია იგივე ტაქტიკით თამაშობს, რა ტაქტიკაც წინა არჩევნებზე ჰქონდა - კვლავ არ აქვს კონკრეტული გეგმა, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ და რატომ უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა. ხვიჩიას განცხადებით, ასეთი...
კალაძის მერია ჩაიკეტა ადამიანებისთვის და გადაწყვიტა, რომ ყველაფრის მმართველი თავადაა. ამას მხოლოდ არჩევნებით დავასრულებთ, - ამის შესახებ "ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქის განვითარების პროცესში აუცილებელია თითოეულმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და ამას ქალაქის მერია ხელს უნდა უწყობდეს. როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, ქალაქი დღეს გადაქცეულია პირადი ამბიციებისა და საკუთარი შეხედულებების ბრძოლის ველად, თბილისში პრობლემების დაგროვება, კი მერიის კორუფციული მმართველობის შედეგია. „მთელი ჩემი...
ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი ზუგდიდში ანზორ მელია, მშობლიური სოფლის, ნარაზენის მოსახლებას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. როგორც ანზორ მელიამ აღნიშნა, უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან სიკეთის გაკეთებაში, საქმის კეთებაში, სიყვარულში და „სწორედ ამ შემთხვევაში აღორძინდება საქართველო“. „მომეცა საშუალება, მოვსულიყავი იმ კუთხეში, სადაც დავიბადე და აღფრთოვანებული ვუყურებდი ყველაფერს. ეს ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში და არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. უნდა შეიქმნას...
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში ახლად აშენებული საბავშვო ბაღი მოინახულა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაღაროსკარის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო და მას შპს „მეტალ+“ აწარმოებდა. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 230 000 ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა. ჩატარდა შიდა და გარე ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები, გაკეთდა...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ახალციხის საარჩევნო ოლქში, პროპორციული სია 8 პარტიამ წარადგინა, გთავაზობთ სიების პირველ ათეულს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. N2 „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ 1. მარინე სუდაძე 2. ალექსანდრე ლომსაძე 3. ბადრი სამსონიძე 4. ტარიელ ტაბატაძე 5. თამაზი ლურსმანაშვილი 6. დიანა ბერიძე 7. მანანა ხითარიშვილი 8. ირმა გვირჯიშვილი 9. რომანი გვირჯიშვილი 10. გოჩა მდივნიშვილი N5 „ერთიანი ნაცონალური მოძრაობა“ 1. ქეთევან ბარძიმაძე 2. დავითი ახალკაცი 3. გოჩა ინასარიძე 4. სამსონი ბალიაშვილი 5. კობა სანდროშვილი 6. მარიამ დალალიშვილი 7. იოსებ დემეტრაძე 8. ნონა ქოზაშვილი 9. ბესიკ ოქრომელიძე 10.  ნატო დარბაიძე N8 – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 1. შალვა შერგელაშვილი 2. ლევანი მელიქიძე 3. ხატია მელიქიძე 4. ჰამლეტი...
საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ამასთანავე, ჟურნალისტების კითხვაზე, რის ხარჯზე ხდება შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდა, კალაძემ განმარტა, რომ მათ შემთხვევაში ხელფასები არ გაზრდილა, თუმცა ეს აუცილებლად მოხდება. „ხელფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა ვაპირებთ ხელფასების გაზრდას მუნიციპალიტეტის ყველა სამსახურში, ამაზე ასევე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ზოგადად საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ“, -...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის...
პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა თბილისის საკრებულოს წინ აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით: „აღიარეთ ქალები პოლიტიკაში - მე ვიბრძვი - შემომიერთდი“ გამართეს. მათ ხელში ბანერები წარწერით - ,,მაიგნორებ, არ მიმჩნევ, მჩაგრავ, მაბრმავებ“, და ა.შ. ეჭირათ. პარტიის ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, მიმდინარეობს პოლიტიკური სივრციდან ქალების გარიყვის ტენდენცია და პოლიტიკურმა სპექტრმა ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას პატივი უნდა სცეს. ,,ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია, დღეს ძალიან კარგად ჩანს ქალების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ