12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე იმუნიზაციის საბჭო მომდევნო კვირაში იმსჯელებს

223

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის საბჭო 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაციაზე მსჯელობას მომდევნო კვირაშიც განაგრძობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში უკვე დაფიქსირდა ამ ასაკობრივ ჯგუფში კოვიდსაწინააღმდეგო აცრები.

„მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ იმსჯელა ვაქცინაციის უწყებათაშორისმა საბჭომ. ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ და მომდევნო კვირებში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით. არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო მეორე არის ბრიტანული სპეციალისტების რეკომენდაციები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ იმ მოზარდების აცრას, ვისაც აქვს რე თანმხლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ მომდევნო კვირაში. შესაძლებელია, ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ.უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრა შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე“, – განაცხადა გაბუნიამ.