დაბრუნებულ მიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ

326

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამშობლოში დაბრუნებულმა მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ინვენტარი თავადვე შეარჩიეს.

სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

მიმდინარე წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გრანტს 200-მდე დაბრუნებული მიგრანტი მიიღებს, მათ შორის 76-ს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.