პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მერაბ კვიცარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება.
მისი თქმით, ქალაქისთვის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო და...
ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება. მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად ჩაერთოთ და სრულად აითვისოთ ყველა ის პროგრამა, რომელსაც მთავრობა შემოგთავაზებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ახალქალაქის მერობის კანდიდატის, მელქონ მაკარიანის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს პროგრამები უკვე ხორციელდება, მათ შორის „აწარმოე საქართველოში" და სხვა მასშტაბური პროექტები წარმოდგენილი იქნება უახლოეს რამდენიმე თვეში.
„1300-მდე...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.
"ბაქანი არის მთლიანად თავიდან ასაშენებელი, აქვს პრობლემა. გვაქვს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებს 2021 წლის 8 თებერვლიდან ვერ ემსახურება. მოძრავი შემადგენლობები თბილისის მეტროს...
საქართველოს მთავრობა აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციის დასრულებისთვის 10 მილიონამდე ლარს გამოყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკის ობსერვატორიაში განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერს ობსერვატორიაში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიაწოდეს.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ობსერვატორიაში საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც ობსერვატორიას განვითარების ახალ ეტაპზე...
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, ადრე გასხვისებულ, თუმცა ამჟამად უკვე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მასშტაბური პარკი გაშენდება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად, მირიან მეფის ქუჩის მცხოვრებელებთან გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს განაცხადა.
აღნიშნული შეხვედრა მირიან მეფის ქუჩაზე, მესამე მიკრორაიონში, მე- 3 კორპუსთან, იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, სადაც, როგორც ეს კახა კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის...
რისი რეფერენდუმი? რეფერენდუმი არ ვიცი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ნამდვილად იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, არის თუ არა მოახლოებული არჩევნები რეფერენდუმი.
კალაძის თქმით, მისი გუნდი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში.
„როგორც ხედავთ, ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, რომ ხალხს გავაგებინოთ, თუ რას გავაკეთებთ, რა გამოწვევები...
საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსში, პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.
“საზოგადოებრივი ტრანსპორტში ირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს.
ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული...
“მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა” თბილისის განვითარების გეგმა წარადგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური პლატფორმის გეგმა მაღალგანვითარებული ევროპული ქალაქის არსებობას გულისხმობს, სადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი და რაც მთავარია ორიენტირებული იქნება გაზრდილ ხელფასებზე.
“მესამე ძალის” მიერ წარმოდგენილ ხედვა დაფუძნებულია დედაქალაქის განვითარების ექვს პრიორიტეტზე:
თანაბრად განვითარებული ქალაქი - ყველა უბანი თბილისის სახე
თბილისი - “ცოდნისა და ტექნოლოგიების ქალაქი”
თბილისი...
ფოთის მერობის კანდიდატის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ფოთში მისი საარჩევნო ბანერი ჩამოხიეს. უგულავა ფაქტის გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
„როგორ ადვილად პროგნოზირებადი და პრიმიტიულია „ქოცური“ ტვინი. ცოტა ხნით ადრე ნაბადას მაჟორიტარის, ლაშა რუხაიას ბანერი დააზიანეს. გუშინ ღამით ჩემი ჩამოხიეს. სულაც არაა გასაკვირი. აბა, „ოცნების“ „კაგებეშნიკ-დანოსშიკებმა“ მეტი რა უნდა ქნან.
„ოცნების“ კანდიდატ ბატონ ვაჭარაძეს, რომლის სახე-ბანერი ყველა კუთხიდან უთვალთვალებს ფოთელებს, ვთავაზობ გავიაროთ ფოთის ცენტრში, ან სულაც...
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია სხვადასხვა საჯარო მოხელეს მიმართავს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი წინასაარჩევნოდ დაშინებისა და ზეწოლის ობიექტები გახდებიან, პარტიას დაუკავშირდნენ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და გამოეხმაურა TV პირველის საგამოძიებო რეპორტაჟს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება საჯარო სამსახურში დასაქმებულებს უსმენს.
"მივმართავ ყველა საჯარო მოხელეს, მასწავლებელს, ბაღის თუ სკოლის დირექტორს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, ყველას, ვინც ამ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია იმედის მიმართ ევროპული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისია ავრცელებს. გადაწყვეტილება პარტიის მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას ეხება, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა.
"კომუნიკაციების კომისიამ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2021 წლის 25 მარტის განჩინება #ბს-1168(კ-20)) მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლა და დაადგინა, რომ რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება...
ხონში საერთო ოპოზიციური მერობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია და მაჟორიტარობის კანდიდატები გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა, აკაკი ბობოხიძემ, ხატია დეკანოიძემ და ელენე ხოშტარიამ წარადგინეს.
გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყანა ზღვარზეა, რომლის იქითაც დიდი საფრთხეა.
„ჩემი აზრით თავისუფალი ქვეყანა წარმატებულია იქ, სადაც ინიციატივა და წარმატება აქვთ წესიერ, პატიოსან, განათლებულ ადამიანებს, ვინც ხალხს ემსახურება და ასეთი კანდიდატი ჰყავს აქ ოპოზიციას ზურა ჯიბუხაიას სახით, ვისაც მინდა წარმატება ვუსურვო ამ არჩევნებში და მერე თქვენთან...
სოფელ შქმერის მოსახლეობა ითხოვს, შეუჩერდეს მადნის მოპოვების ლიცენზია იმ ორ კომპანიას, რომელსაც ეს უფლება გარემოს დაცვის სამინისტრომ მიანიჭა. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
შქმერელების თქმით, ამ კომპანიებს მადნის ღია კარიერული წესით მოპოვების ნებართვა აქვთ.
მათი განცხადებით, არავინ არც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არც მომპოვებელი კომპანიიდან დაინტერესებულა ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით ამ პროცესზე და არ მიუწოდებია ინფორმაცია მოსალოდნელი ზიანის შესახებ.
"ასევე, არ გასაჯაროებულა კვლევის შედეგები, რომელიც დაგვარწმუნებდა, რომ...
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ "ფეისბუქ ლაივის" საშუალებით გამართული ვიდეოჩართვისას ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოქალაქის კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე კომანტარის გაკეთება დაასრულა.
„მე ამ თემასთან დაკავშირებით დავასრულე ყველანაირი კომენტარის გაკეთება, არ შევდივარ დეტალებში. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მარტივია, ნახოთ ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ, იქნება ეს პარკები თუ სკვერები, მულტიფუნქციური ცენტრები, ყველგან...
დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ძალაში რჩება ყველა სხვა მოქმედი შეზღუდვა. როგორც ცნობილია, პირბადის ტარება სავალდებულოა, როგორც დახურულ, ისე, ღია სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, სხვადასხვა სახის სპორტული ტურნირები ჩატარდება მაყურებლის...
Author: Magda Popiashvili
On 2 October 2021 we will be voting once again to elect city mayors and members of assemblies . Since the restoration of independence, this will be the eighth time that we, Georgia’s citizens, will have to elect local authorities in our municipalities.
Much has changed since 1991 – governments changed as did the models of authority delegation,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































