კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად გაკონტროლდება

228

საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ავტობუსში, პირბადის გარეშე ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტში ირბადეების ტარება მკაცრად იქნება გაკონტროლებული. თქვენ იცით, რომ პირბადის გარეშე ავტობუსში ადამიანები არავითარ შემთხვევაში არ დაიშვებიან, მეტროშიც ასევე მაქსიმალურად მივაწვდით ადამიანებს პირბადეებს.

ავტობუსები, რომელიც ჯანსაღია ფუნქციონირებს და უპრობლემოდ გადაადგილდება, ყველა გაშვებული გვყავს”, – განაცხადა კალაძემ.