პარლამენტის წევრმა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ მათი პარტიის მხარდამჭერის რევაზ გვილიას დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა, სადაც გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
მისივე თქმით, განცხადებას თან ერთვის მტკიცებულების სახით აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების შტაბში მიიყვანეს რევაზ გვალია და მასზე ზეწოლა განახორციელეს.
შეგახსენებთ, გვილია ზეწოლაში სახელისუფლებო გუნდიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატს მამუკა წოწერიასა და ერთ-ერთ ლიდერს, მერაბ ქვარაიას ადანაშაულებს.
შემდეგი სტატია
დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა ბაღდავაძემ ივანიშვილის სახლთან აქცია მოაწყო დასუფთავების სამსახურიდან გათავისუფლებულმა ირაკლი ბაღდავაძემ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. ის სამსახურში აღდგენას ან ალტერნატიულ სამსახურში დასაქმებას სთხოვს. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს.
ბაღდავაძის თქმით, ხელისუფლება მას უსამართლოდ მოექცა და შემოსავლის ერთადერთი წყარო პროტესტის გამოხატვის გამო წაართვა.
დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა აქციების განახლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თბილისის მერმა მის შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჟურნალისტებს ასე უპასუხა:...
დებატებთან დაკავშირებით მეც გამოვთქვი თანხმობა და პრობლემა არ მაქვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპონენტების მოთხოვნას საჯარო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის თაობაზე.
კალაძემ განმარტა, რომ დებატებისთვის მზად არის. მან საზოგადოებასა და ოპონენტებს ასევე შესთავაზა სასურველი ტელევიზია.
„მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შესაბამისი პლატფორმა მოაწყონ, სადაც 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა...
თბილისის მერად „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის კახა კალაძის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, თბილისის მეტროს 40 ახალი ვაგონი დაემატება, 52 ვაგონი კაპიტალურად შეკეთდება, ხოლო 10 მეტროსადგური სრულად რეაბილიტირდება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 40 ახალი ვაგონი, კაპიტალურად შეკეთდება 52 ვაგონი, გაუმჯობესდება უსაფრთხოების...
თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლაზე საუბარს „მიზანმიმართულ პოლიტიკურ სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები წარსულს ჩაბარდა.
როგორც კალაძემ ჟურნლისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა არავის გამოუვა.
„მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები. ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ, როდესაც ხდებოდა დაშინება, დაკავება, დაჭერა, ოჯახების გაუბედურება, შემდეგ საპროცესოების გაფორმება და ამით ბიუჯეტის შევსება. საბედნიეროდ, ეს წლები ჩვენ...
თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემთხვევაში, დედაქალაქში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა“ 2022 წლიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მან აღნიშნული სისტემის ამოქმედების მიზანსა და უპირატესობებზე ისაუბრა.
„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის“ მთავარი უნარებია - გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება/დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით, სპეციალური რეჟიმებისა და გადაწყვეტების შემუშავება და მისი შემდგომი ანალიზი. სისტემას შეუძლია მოულოდნელი...
ავარიული სახლები ინვესტორებთან ერთად რომ ჩაგვენაცვლებინა, 10 000-მდე ცათამბჯენს მივიღებდით, რაც ქალაქს გაანადგურებდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საბურთალოს რაიონში მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრის დროს განაცხადა.
მან მოსახლეობას ასევე მოუწოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარი დაუჭირონ ავთანდილ ცინცაძის კანდიდატურას, რადგან დედაქალაქის საკრებულოს სწორედ მისნაირი კომპეტენტური ადამიანები სჭირდება.
„ავთოსნაირი კომპეტენტური ადამიანები გვჭირდება დედაქალაქის საკრებულოში. მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, რომ საკრებულოში უმრავლესობით ვიყოთ...
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ.ბორდერიზაციის უკანონო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირისა და ოკუპირებულ სოფელ გვირგვინას მიმდებარედ, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ფიქსირდება 2013 წლიდან. მიმდინარე წლის თებერვალში ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 2013 წლიდან არსებულ საოკუპაციო ღობის შიგნით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ იქნა გავლებული მავთულხლართები. საოკუპაციო რეჟიმის ყველა უკანონო აქტივობა ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
პროცესთან დაკავშირებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ აქტიურდება ცხელი...
რუსთავში, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დასრულების ფაზაშია. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ადგილზე დაათვალიერეს ორ ახალ რეკრეაციულ სივრცეში - ახალგაზრდობისა და თეატრის სკვერებში მიმდინარე სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, რეკრეაციულ სივრცეებში, რომელიც ჯამში 6 ჰექტარამდე მიწის ფართობს მოიცავს, სექტემბრის ბოლომდე მოეწყობა ახალი, თანამედროვე დასასვენებელი ადგილები რუსთაველებისთვის. ორივე პროექტის ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია, პროექტები...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვადიანი აბონემენტები მას შემდეგ დაინერგება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება.
„როგორც კი მთლიანად იქნება მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული, ახალი მიკროავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული წლის ბოლოსთვის. მომავალი წლიდან უკვე დაიწყება ინტეგრირებული სისტემის ყველაფერზე გავრცელება“, - აღნიშნავს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ვადიანი აბონემენტებით დედაქალაქში მოძრავი ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობა 80 თეთრის...
„ლელო" აგრძელებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის, მაკვანეთის, ჭანიეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტოგო ჭელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ჯუმათის, სილაურის, ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ჩხარტიშვილი წარუდგინა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, 2 ოქტომბერს ქვეყანას სერიოზული არჩევანი აქვს გასაკეთებელი და აუცილებლად უნდა შევცვალოთ ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რადგან "კიდევ 4 წელი ისევ დღევანდელი მთავრობის ხელში ვერ ვიქნებით".
„თვითმმართველობის გაჯანსაღება არის სერიოზული...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებშიბინას 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.
დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე https://idp.gov.ge/statement-55/ გამოქვეყნდა.
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს, სიცრუეა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გაბაშვილის N6-ში თბილისის მერია რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს და შესაბამის სამუშაოებს ატარებს.
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ხელმოწერების შეგროვება დაუწყიათ. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ. ცისფერი სახლის დემონტაჟს ვახორციელებთ. სიცრუეა და არავის დაუჯეროთ....
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა.
დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.
ზოგადად, სკეიტ...
წინა სტატია
კატეგორიულად ვემიჯნები და ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ფოთში გიგი უგულავას ბანერის დაზიანების ფაქტს.
მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოვლად დაუშვებელია.
„ყველას მინდა მოვუწოდო, რომ საარჩევნო ბანერების დახევისგან და შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ვიღაც, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და საზოგადოებას. სამწუხაროდ, ჩემს ბანერებთან დაკავშირებითაც იყო ასეთი პრობლემა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი...
გადასატან ყუთში არსებულ მონაცემებს ვამოწმებდით და საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩვენს წარმომადგენელთან წამოსცდა, რომ ქუთაისში, 43 უბანზე, გადასატან ყუთზე მიმაგრებულია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი ვინმე ციცო, - ამის შესახებ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, 19 უბნის გადამოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ნახავენ.
“ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქუთაისში შევპირდით, რომ ყველა დარღვევა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































