კალაძე ფოთში გიგი უგულავას ბანერის დაზიანებაზე: კატეგორიულად ვემიჯნები და ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება

568

წინა სტატია

კატეგორიულად ვემიჯნები და ძალიან ცუდია, თუ ასეთი ფაქტები ფიქსირდება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ფოთში გიგი უგულავას ბანერის დაზიანების ფაქტს.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევები ყოვლად დაუშვებელია.

„ყველას მინდა მოვუწოდო, რომ საარჩევნო ბანერების დახევისგან და შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ. რაც არ უნდა არ მოგვწონდეს ვიღაც, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და საზოგადოებას. სამწუხაროდ, ჩემს ბანერებთან დაკავშირებითაც იყო ასეთი პრობლემა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს“, – განაცხადა კალაძემ.