კალაძე: მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოაწყონ შესაბამისი პლატფორმა, სადაც მერობის 16-ვე კანდიდატთან მექნება დებატების შესაძლებლობა

192

დებატებთან დაკავშირებით მეც გამოვთქვი თანხმობა და პრობლემა არ მაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ოპონენტების მოთხოვნას საჯარო სატელევიზიო დებატებში მონაწილეობის თაობაზე.

კალაძემ განმარტა, რომ დებატებისთვის მზად არის. მან საზოგადოებასა და ოპონენტებს ასევე შესთავაზა სასურველი ტელევიზია.

„მინდა ვთხოვო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ შესაბამისი პლატფორმა მოაწყონ, სადაც 16-ვე კანდიდატთან მექნება შესაძლებლობა რომ დებატებში მივიღო მონაწილეობა“, – აღნიშნა კალაძემ.