დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ვადიანი აბონემენტები მომავალი წლიდან ამოქმედდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვადიანი აბონემენტები მას შემდეგ დაინერგება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება.
„როგორც კი მთლიანად იქნება მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განახლებული, ახალი მიკროავტობუსები მთლიანად იქნება ჩანაცვლებული წლის ბოლოსთვის. მომავალი წლიდან უკვე დაიწყება ინტეგრირებული სისტემის ყველაფერზე გავრცელება“, – აღნიშნავს კახა კალაძე.
ცნობისთვის, ვადიანი აბონემენტებით დედაქალაქში მოძრავი ლურჯი მიკროავტობუსების მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ამასთან, მოქალაქეებს შეძლებათ, საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით ერთხელ აღებული ბილეთით იმგზავრონ.