გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ

460

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებშიბინას 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.

ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე https://idp.gov.ge/statement-55/ გამოქვეყნდა.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება.