ხატია დეკანოიძე: ქუთაისში გადასატან ყუთზე მიმაგრებულია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი

227

გადასატან ყუთში არსებულ მონაცემებს ვამოწმებდით და საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩვენს წარმომადგენელთან წამოსცდა, რომ ქუთაისში, 43 უბანზე, გადასატან ყუთზე მიმაგრებულია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი ვინმე ციცო, – ამის შესახებ ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, 19 უბნის გადამოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ნახავენ.

“ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქუთაისში შევპირდით, რომ ყველა დარღვევა რეალურად იქნება ასახული. მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და ეუთო-ოდირის გრძელვადიანი დამკვირვებლებისთვის იქნება გადაცემული. მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ გამოასწორონ. ჩვენ დავიწყეთ სიების შემოწმება და არ მუშაობს საოლქო-საარჩევნო კომისიები.

მაგალითად, ქუთაისში 70 უბანზე კილომეტრნახევარშია სია გამოკრული, რადგან ადამიანები დაიბნენ საარჩევნო უბნებამდე ვერ მივიდნენ, თავი ვერ აღმოაჩინონ. გუშინ სიების გადამოწმების შემდეგ, როდესაც ვამოწმებდით გადასატან ყუთში არსებულ მონაცემებს, საარჩევნო კომისიის ერთ-ერთ წევრს ჩვენს წარმომადგენელთან წამოსცდა, რომ ქუთაისში, 43 უბანზე, გადასატან ყუთზე მიმაგრებულია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი კოორდინატორი ვინმე – ქალბატონი ციცო. 19 უბნის გადამოწმების შემდეგ მასალა, რომელიც დარღვევებზეა, მიწოდებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.