"ქართული ოცნების’’ ხელისუფლებისთვის რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლიდან რეგიონებში ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩადო, ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას. განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სახელმწიფო პროგრამები დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ კასპის მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენაზე.
მერობის კანდიდატის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო,...
2021 წლის 23 აგვისტოს ორი ტრანში განხორციელდა. თუნუქის სანაცვლოდ, გორის მერიამ (კეთილმოწყობის სააგენტოს ბიუჯეტიდან) 8000 ლარი გადაურიცხა. იმავე დღეს, კომპანიის დირექტორმა, ილია აღდგომელაშვილმა "ქართული ოცნებას'' 15 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია საჯაროა. პარტიისთვის თანხის გადარიცხვის თაობაზე, ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, ხოლო გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოსგან გადარიცხვის გადარიცხვის ქვითარი გამოქვეყნებულია შესყიდვების...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ყოველწლიურად აფინანსებს კერძო კომპანიებს, რომელთა შორისაც ხშირად "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და პარტიის შემწირველების კომპანიებია.
მაგალითისათვის, 2019 წელს დაფინანსებული კომპანიებიდან 32 კომპანია "ქართული ოცნების" ან პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შემომწირველი იყო. სხვადასხვა წლებში აღნიშნული კომპანიის მესაკუთრეებმა "ქართულ ოცნებას" საერთო ჯამში 1,517,444 ლარი შეწირეს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს 446,000 ლარი.
ამჯერად "ფლანგვის დეტექტორმა" შეისწავლა 2020 წელს...
„ქართულმა ოცნებამ“ ბავშვებს, ყველაზე მთავარი - განათლების უფლება წაართვა, მათ დაუკარგა შანსი ჰქონოდათ სრულფასოვანი ბავშვობა, - ამის შესახებ „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვატო სურგულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ანა ბიბილაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში განათლების სისტემა გააჩერა, ვერ მართა პანდემია და ბავშვებს დაუკარგა განვითარებისა და სოციალურ გარემოში ყოფნის შანსი. მისივე თქმით,...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის და ახალციხის 2017 წლის მოწვევის საკრებულოების საქმიანობა ორჯერ შეაფასა. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა საკრებულოში გამოვლენილი პრობლემები თითქმის იდენტურია.
"2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გთავაზობთ ჩვენს მიერ გამოვლენილი პრობლემების მიმოხილვას და რეკომენდაციებს. მიგვაჩნია, რომ მათი გააზრება დაეხმარება 2021 წლის მოწვევის საკრებულოებს მათთვის დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებაში. საკრებულოს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია...
„ქართულმა ოცნებამ“ სამი მედიასაშუალების - „მთავარის“, „ტვ პირველის“, „ფორმულას“ საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებები და თოქ-შოუები ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქების მიმართულებით შეისწავლა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კვლევის მიხედვით, სამივე ტელეკომპანიის ეთერში 185 დეზინფორმაციული სიუჟეტი გავიდა, 128 სიუჟეტი ზიზღის ენას შეიცავდა, 832-ში კი გამოყენებული იყო მანიპულაცია.
პაპუაშვილის თქმით, მედიამონიტორინგის პერიოდი 1-12 სექტემბრის პერიოდს...
წინა სტატია
ნუ გადაგვაყოლა თავის ანალიზს და თუ იმის ეშინია, რომ გაუყალბებენ, მისი შექმნილია ის გაყალბებაც, - ასე ეხმაურება პარტია ,,ლელო საქართველოსთვის” ლიდერი მამუკა ხაზარაძე პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის თანახმად, მის წინააღმდეგ ნარკოტესტთან დაკავშირებით პროვოკაცია მზადდებოდა და ტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გახარია არის თვალთმაქცი ადამიანი, რომელიც „თურმე დღეს გაემიჯნა სისტემის ნაწილს, რომელსაც იგი აშენებდა...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათზე, ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის ვადა იწურება.
ცესკო მიმართავს ამომრჩევლებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადაამოწმოთ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები.
„იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ან ოჯახის წევრების მონაცემებში აღმოაჩენთ უზუსტობას, დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართოთ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით და მოითხოვოთ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.
ამომრჩეველთა ერთიან...
კასპის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, იქნებოდა ეს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალგაყვანილობა, მელიორაციის მასშტაბური სამუშაოები, გაზიფიცირება - ათეულობით სოფელს მივუყვანეთ გაზი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ კასპის მერობის კანდიდატის, ვახტანგ მაისურაძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან ბევრი საწარმო დაფინანსდა, როგორც ახალი საწარმოები, ასევე ბევრი მოქმედი საწარმო გადაიარაღდა და ახალი სამუშაო...
სახელმწიფო ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს საწარმოებს, რათა მოხდეს რეგიონების ეკონომიკური განვითარება, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში, კერამიკული აგურის მწარმოებელ კომპანია „კერამიკა ელ ტორრენტეში”განაცხადა, სადაც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად იმყოფებოდა.
მთავრობის მეთაურმა კერამიკული აგურის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა და კომპანიის თანამშრომლებს გაესაუბრა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების...
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.
კომპიუტერული ტექნიკა ორგანიზაციამ “კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ გადასცა.
“პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებთან ბრძოლაში აქტიურად ჩართული პირების დახმარებას. მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურად მიაწოდონ მოსახლეობას მომსახურება და შესაბამისად, უზრუნველყონ ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაშორებით მცხოვრებ მოქალაქეთა უწყვეტი წვდომა”,- ნატქვამია გორის მერიის ინფორმაციაში
გარდა ტინისხიდისა კომპიუტერული მოწყობილობები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების კიდევ...
2022 წლიდან საბიუჯეტო თანხები გორის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარებისთვისაც დაიხარჯება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლეებს.
2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრიდან გაირკვა, რომ ამ დრომე არსებულ 6 პრიორიტეტს მომავალი წლიდან კიდევ ერთი მათგანი დაემატება, რომლის საფუძველი გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობა გახდა.
“2022 წლიდან ემატება ეკონომიკის პრიორიტეტი. რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი უკვე გვაქვს, გამოვიტანეთ...
გორის მერიაში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ერთი წელია ფუნქციონირებს. განყოფილებამ მუშაობის განვლილი პერიოდი შეაჯამა. განყოფილების ინფორმაციით, ერთი წლიანი მუშაობის შედეგად, ძალადობაგანცდილ 8 ბენეფიციარს ფსიქო-სარებილიტაციო კურსი დაუფინანსდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ბავშვთა განყოფილება თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად დაიდგა სოციალური ყუთი, სადაც გროვდება ტანსაცმელი, სათამაშოები, სხვადასხვა ნივთები და ნაწილდება შეჭირვებულ ოჯახებზე.
“განყოფილებამ ერთი წლის განმავლობაში, მომართვის...
პარტიის “საქართველოსთვის” გორის მერობის კანდიდატი უახლოეს დღეებში საზოგადოებას პროექტის იდეას გააცნობს, რომელიც ქალაქის ცენტრში ახალი მონუმენტის განთავსებას ეხება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლეებს.
კონსტანტინე ანანიაშვილი გამარჯვების შემთხვევაში, გორის ცენტრალურ მოედანზე “მშვიდობის ხეივანის” მოწყობას გეგმავს. ეს მისი აზრით, ერთის მხრივ საზოგადოებას 2008 წლის მოვლენებს შეახსენებს, მეორეს მხრივ კი ამ სახით, ქალაქის ცენტრში იარსებებს სიმბოლო მშვიდობისა და მომავლის იმედის.
“ქალაქის მთავარ მოედანთან დაკავშირებით მაქვს...
ქუთაისში, წერეთლისა და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის ვადამ კიდევ ერთხელ გადაიწია. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც სამუშაოებზეა პასუხისმგებელი, ამბობენ, რომ წერეთლის ქუჩის მოწყობა 15 ოქტომბრისთვის, ხოლო აღმაშენებლის ქუჩაზე გზის მოწესრიგება ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლის ბაქარ ჭეიშვილის განმარტებით, სამუშაოების კიდევ ერთხელ გახანგრძლივება მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია.
"პრობლემები შეგვექმნა წერეთლის ქუჩაზე და აქტიურად ვცდილობთ მის გამოსწორებას. ასევე, მნიშვნელოვანია,...
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობას ეხება, ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოეხმაურა.
ცესკოში აცხადებენ, რომ არარეალური და აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ გარდაცვლილის ან თუნდაც სხვა პირის მაგივრად, რომელიმე მოქალაქემ შეძლოს კენჭისყრაში მონაწილეობა
„ცესკოს ერთიანი საარჩევნო სიის ფორმირებისთვის წელიწადში 4-ჯერ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სხვა შესაბამისი სახელმწიფო უწყებები წარუდგენენ სათანადო მონაცემებს. მიმდინარე წლის 15 სექტემბერს სააგენტო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































